„საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამ ტიპის ამომრჩევლის რეგისტრაცია უნდა მოხდეს უშუალოდ მისი მიმართვის საფუძველზე, ხოლო დადგენილება ითვალისწინებს ავტომატურ რეგისტრაციას სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით. ამით, ხელისუფლებას ექმნება კარგი შესაძლებლობა სიაში ჰყავდეს ინერტული პირები, პასიური ამომრჩევლები და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი მანიპულაცია. დადგენილების არსებობა ვერ გამართლდება საარჩევნო უფლების დამატებითი გარანტიების შექმნის არგუმენტით, რადგან აქტიურ ამომრჩეველს არსებული მოწესრიგებით სრულად აქვს გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობა. ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება ხელისუფლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები დაზუსტებული და გამართული ამომრჩეველთა ერთიანი სიით ჩატარდება.“ - განაცხადა დავით ჯანდიერი.
სასამართლო სარჩელს 2 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები






