„ლიპო მაგარია... ბანძია სისტემა, ყველა რომ ასეთი თავისი საქმის პროფესიონალი იყოს, რა მაგარი იქნებოდა“ - წერს იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში და „ღიპუცა ჩინოვნიკების“ არმიაზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
იუნა შაფათავა: „განსაკუთრებით სპორტის სისტემას ეხება, მარტო შედეგს რომ ითხოვს ... და არ აფასებს, არაფერს არ აფასებს ...
სპორტის სისტემაში დიდი პრობლემებია. ამ წლის დასაწყისიდან, შედეგების მიხედვით ითვლიან: უღირთ სპორტის შენახვა თუ არ უღირთ ... იმას არ ითვლიან, შენატანს (ინვესტიციას) სპორტში. და მერე წავა: ეს სპორტი მოკვდეს, ის გაუქმდეს... იმას კი არავინ ითვლის, სპორტის სისტემის ღიპუცა ჩინოვნიკების არმია რაოდენობით ქვეყანაში სპორტსმენების რაოდენობას აღემატება და სპორტის სისტემის შენახვა, მეტად ძვირი ჯდება, ვიდრე სპორტში განხორციელებული ინვესტიცია.
და ეს ყველაფერი ლიპარტელიანმა, რა თქმა უნდა, იცის... აი, ასეა საქმე...
ლიპო მაგარია ბანძია სისტემა, რომელიც თავისი მხრიდან ყველანაირი შენატანის და დამსახურების გარეშე, ასეთი მაგარი ბავშვების "შედეგებს" "განიხილავს".
მასალის გამოყენების პირობები






