"2008 წელს კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასწინანდელი განცხადებამ ჩვენზე დანმთრგუბველი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ის შემთხვევაა, რომელსაც ზუისტად მიესადაგება აფორიზმი - "ისტორია გვასწავლის იმას, რომ არაფერს არ გვასწავლის." როგორც ჩანს ოფიციალურ თბილისს არ ეყო 8 წელი რომ გაეცნობიერებინა ქვეყნის დაშლის რეალური მიზეზები, სახელმწიფოსი, რომელსაც მაშინ ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მართავდა. დროა უკვე თბილისმ,ა გაიგოს, რომ არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელთაც შეუქცევადი შედეგები მოაქვთ, ხოლო ცხინვალის დანაშაულებრივი დაბომბვა, სწორედ ამგვარი გადაწყვეტილებების რანგში გადის. დღევანდელი რეალობა ისაა, რომ საქართველოს ყოფილ ტერიტორიებზე ამჟამად ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რომლებიც თავად განსაზღვრვენ თავის შიდა და საგარეო პოლიტიკას და მათ არჩევანი მეგობარი რუსეთთან მჭიდრო კავშირზე გააკეთეს.
ქართული ოფიციოზი, სამწუხაროდ რეალობას არ ითვალისწინებს, იგი კვლავ აგრძელებს პროპაგანდისტული კლიშეების ტირაჟირებას "აგრესიის" "ეთნიკური წმენდის" "ანექსიის" "ბორდერიზაციის" "ოკუპაციის" შესახებ. აზრი არ აქვს დავიწყოთ მსჯელობა ამ გამოგონილი ტერმინების იურიდიული და ფაქტობრივი შეუსაბამობის თაობაზე. ჩვენ მივეჩვიეთ იმასაც რომ ქართველ პოლიტიკოსებ რაციონალური არგუმენტების აღქმის უნარი არ აქვთ. ამასთან, ისინი გულგრილი არიან იმ ფაქტის მიმართ, რომ "საოკუპაციო" რიტორიკა შეურაცხმყოფელია პირველ რიგში აფხაზი და ოსი ხალხისთვის, რომელთან "შერიგებასაც" ვითომდა ცდილობენ.
განცხადებაში ასევე არ გამორჩათ მითიური "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების" ხსენებაც. შეგახსენებთ, რომ ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კონფლიქტის მოგვარების 6 პუნქტიანი პრინციპები, რომელიც ჩამოაყალიბა საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და ცალცალკე ხელმოსაწერად წარედგინა ქართულ, აფხაზურ და ოსურ მხარეებს.
შეუძლებელია ირონიის გარეეშე აღიქვა თვითქება რეგიონში დაძაბულობის შემცირებისა და პოლიტიკური მოწესრიგების საქმეში საქართველოს განსაკუთრებული წვლილის თაობაზე. რეალურად საქართველოს მხარე რეგულარულად ახდენს ჟენევის ფორმატში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტების საბოტაჟს , დაბლოკა დევნილების საკითხის მოწესრიგება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლიტიზებული რეზოლუციის გატანით, მუდმივად იყენებს საინფორმაციო პროვოკაციებსა და კონფრონტაციულ რიტორიკას. ამის ერთერთი მაგალითია როგორც საქართველოს საგარეო სამინისტროს ამჟამინდელი განცხადება და ასევე ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების განცხადებები, რომელთ შორისაცაა პრეზიდენტი გ. მარგველაშივილი
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საქართველოსათვის სოლიდარობის გამოცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტ პოროშენკოს მხრიდან.. ეს შემთხვევითი არ არის, - კიევი და თბილისი ერთგვარად ეხმარებიან ერთმანეთს, რომ კარგად მოირგონ რუსული აგრესიის მსხვერპლთა როლი. ამის ნაცვლად მათ ვურჩევთ გადახედონ თავის საკმაოდ უსახურ პოლიტიკას."- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
მასალის გამოყენების პირობები






