საქმე ეხება სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს მომნხდარ საზარელ ფაქტს.
22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. სუიციდამდე კი დედას წერილი დაუტოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს.
წერილში, რომლიც „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის მეგობარმა მიაწოდა, წერია, რომ სმტრედიის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი სამართალდამცავებთან თანამშრომლობას აიძულებდა. დემურ სტურუას თქმით მას პოლიციელი იმის შესახებ სთხოვდა ინფორმაციის მიწოდებას, თუ ვის სად ჰქონდა დათესილი მარიხუანა.
"დემური სტურუა. პოლიციელი გოდერძი. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა. ბ…ს სიკვდილი მირჩევნია. ასე მაიძულეს და იძულებული ვარ ასე მოვიქცე. უნდა გაუძლო დედა ერთი შვილი დაკარგე და ახლა მეორეს კარგავ“- წერია სტურუას წერილში.
გარდაცვლილის დედა ნანა ჯოჯუა აქცხადებს, რომ ხვალ შვილის ცხედარს სამტრედიის პოლიციის განყოფილების წინ დაასვენებს.
მისი თქმით, სამართალდამცველი გოდერძი თევზაძე მის შვილს სისტემატურად სცმედა.
„თუ იმას (პოლიციის თანამშრომელს, ვიზეც წერილშია საუბარი) არ აიყვანენ, ჩემი პატარა შვილები მიწეოდეს ჩემს დემურიკოს, მიმყავს მიცვალებული და პოლიციის კარებთან დავასვენებ“- აცხადებს შვილმკვდარი დედა.
ადგილობრიოვები „ნიუპოსტთან“ აცხადებენ, რომ ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობა.
სამტრედიაში მომხდარი სიუციდის შესახებ ინფორმაციას აგროვებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, როგპრც EMC- ში “ნიუპოსტს“ უთხრეს, ორგანიზაციას გარდაცვლილის მეგობარმა მიმართა.
„ჩვენი იურისტები სამტრედიაში უკვე იმყოფებიან და მომხდარის გამომწვევ მიზეზებს და მოწოდებულ ინფორმაციას სწავლობენ“- გვითხრეს ორგანიზაციაში.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, "ნიუპოსტს" მღებრიშვილის უწყებაში განუცხადეს, რომ ინფორმაციას არკვევენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელი, რომელზეც გარდაცვლილი მიუთითებს სამსახურში ჩვეულ რეჟიმში დადის.

დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






