ბურჯანაძის "უბლოკო სტატუსის" საპირისპიროდ, უსუფაშვილი "ევროატლანტიკური ინტეგრაციის" კონსტიტუციაში ასახვას ითხოვს
პოლიტიკა - 15:18, 12 Aug, 2016     2195
დავით უსუფაშვილი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

„ორშაბათს პარლამენტის ბიურო სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილავსსაქართველოს მოქალაქეების განაცხად, რომლებიც აპირებენ ხელმოწერების შეგროვებას საქართველოს უბლოკო სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ანუ ამის მიხედვით საქართველოს ეკრძალება ევროპული და ევროატლანტიკკური ინტეგრაცია. ამ ინიციატივის ავტორები არიან ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და სხვები. მათ ექნებათ საშუალება მათი წინადადება განიხილონ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით სპეკულირების და სახელმწიფოს ფუნდამენტურ საკითხებზე სპეკულირებით საარჩევნო ქულების დაწერის დროს მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში. ამიტომ გადავწყვიტე, მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის, იმ ცვლილების, რომელიც სჭირდება საქართველოს, მის უსაფრთხოებას, მის მომავალს და კეთილდღეობას - კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. ეს იქნება ჩემი აზრით ადეკვატური პასუხი ყველა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც ამ საკითხს უყურებს იმგვარად , როგორც ამ საინიციატივო ჯგუფის წევრები და ეს იქნება ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის გამოხატულება. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ერთი თვის პარლამენტის ფრაქციებმა ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ , და ეს თავისი ხელმოწერებით დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრრმა და მეც მქონდა პატივი ამ დოკუმენტზე ხელი მომეწერა. მე მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებმაც ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ურყევი რწმენაა ევროატლანტიკური გზის, შემოუერთდეს ამ ინიციატივას, რომელსაც მე ტქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს. ჩვენ მალე შევაგროვებთ მინიმუმ 76 ხელმოწერას და მომავალი პარლამენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42