"ჩვენი ლიდერის, გიორგი კვირიკაშვილის შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ"-დიმიტრი ხუნდაძე
პოლიტიკა - 13:54, 12 Aug, 2016     5998
საარჩევნო კამპანია უკვე ცხელ ფაზაში შედის და პოლიტიკური განცხადებებიც ამ მიმართულებით თანდათან უფრო მწვავდება. მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე დროს „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე არჩევნებთან დაკავშირებით პირველ პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს:

-„დაიწყო საარჩევნო კამპანია და ბუნებრივია, ყველა სუბიექტი, ვინც მონაწილეობას იღებს, გამარჯვებისთვის იბრძვის, მაგრამ გააჩნია რა გზით. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი იმ აზრს, რომ პოლიტიკა ბინძური სფეროა, მაშინაც კი, როცა პოლიტიკოსი არ ვიყავი. პირიქით, პოლიტიკა სწორედ რომ ღირსების და ადამიანობის ტესტია. ეს განსაკუთრებით ავიწყდებათ არჩევნების პერიოდში, როცა გამარჯვების მისაღწევად ყველა გზას იყენებენ, განსაკუთრებით ტყუილს და ბინძურ მახინაციებს. ამ მხრივ წლევანდელი არჩევნებიც არ არის გამონაკლისი და უკვე დაიწყო სიცრუის ფართო ტირაჟირება საზოგადოებაში. მაგალითად, საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, მათ შორის მცხეთაშიც, ჩვენი ოპონენტები სხვდასხვა პარტიებიდან და განსაკუთრებით, დამოუკიდებელი კანდიდატები, ჭორებს ავრცელებენ და ცდილობენ ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ „ქართული ოცნების“ რეალური კანდიდატები ისინი არიან და არა ის პირები, ვინც პარტიის თავმჯდომარემ საჯაროდ წარადგინა. გამოდის, რომ მან იცრუა, დაასახელა ერთი და მხარს უჭერს მეორეს.

ვფიქრობ, გიორგი კვირიკაშვილის ჯერ კიდევ მცირე დროის მმართველობის პერიოდში ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, ვისაც მის მიმართ ნდობა არ გაუჩნდა. ამ დროს, სწორედ ის პირები, ვისაც პრემიერმა დახმარების ხელი გაუწოდა ისევ ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, სიცრუეში ადანაშაულებენ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ეს უდიდესი შეურაცხყოფაა. „ქართულ ოცნებას“ ღირსეული ლიდერი ჰყავს და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ. საინტერესოა ჩვენი ოპონენტების ქმედება- უპირისპირდებიან ოცნებას, მის კანდიდატს და სწორედ ოცნებასთან გაიგივებით სურთ საარჩევნო ხმების მიღება. სხვის კალთას ამოფარება კაცის საქმე არ არის და ისინი ვერასოდეს იმარჯვებენ.

რაც შეეხება ჩემს რაიონს, მცხეთა 2012 წლამდე სავაჭრო დახლზე იყო შემოდებული და ხალხის ქონებით მილიონებს შოულობდნენ მხოლოდ ხელისუფალნი. ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს. ეს დრო დამთავრდა, ახლა მცხეთა მხოლოდ ხალხს ეკუთვნის. ქალაქსა და რაიონს განვითარების პერსპექტივა მიეცა და არასოდეს დაუბრუნდება ჩინოვნიკების ბატონობის პერიოდს. ამისათვის იმდენჯერ ვიბრძოლებ, რამდენჯერაც დამჭირდება, ვინც არ უნდა შეეწინაღმდეგოს ამას. ეს ბრძოლა არ არის მოკლევადიანი და არც მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ჩემი ყველაზე მძლავრი იარაღი ღირსება და წესიერებაა, ის, რაც დიდ ფულზეც კი არ იყიდება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42