წეწვაძე, რომელიც ალასანიას გუნდის წევრი 2009 წლიდან იყო, წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურ პერიოდში ამბობს, რომ ირაკლი ალასანიას გუნდის იდეოლოგია "ნაციონალურ მოძრაობისას" ემთხვევა, რაც მისთვის მიუღებელია.
"თავისუფალ დემოკრატებში" კი აცხადებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელები გაიყიდნენ. "თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიცაზიის წარმომადგენელი, გორის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ თედლიაშვილი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, შიოშვილს "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების სანაცვლოდ გუბერნატორობა შესთავაზეს.
თედლიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ირაკლი ალასანია გორში უკონკურენტოა.
"ირაკლი ალასანია უალტერნატივო კანდიდატია. გორელებს ასეთი დიდი პოლიტიკის შემოსვლის შესაძლებლობა ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ. დარწმუნებული ვარ რომ ამომრჩეველი ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. პარლამენტი არ არის კანტორა, იქ წარმოდგენილი უნდა იყვნენ, ისეთი ადამიანები, ვისაც ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, და მათზე ზრუნვა შეუძლიათ. ეს რესურსი ბატონ ირაკლის ნამდვილად გააჩნია"- აღნიშნა თედლიაშვილმა.
მისი თქმით, დავით წეწვაძემ "თავისუფალი დემოკრატებიდან" წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა "იმ პარტიის ოფისიდან, რომელის მაჟორიტარობის კანდიდატები წინა ხელისუფლების წევრებისგან, ან ენმ-სთან დაახლოებული პირებისგანაა დაკომპლექტებული".
"ჩემი აზრით, ბატონ დავითს აიძულეს ამ განცხადების გაკეთება. დღეს გამართულ ბრიფინგზე, სამწუხაროდ მან იცრუა, როცა თქვა, რომ ჩვენი პარტია გუნდთან ერთად დატოვა - ეს ასე არ არის. არის ინფორმაცია, რომ თამაზ შიოშვილსა და ბატონი წეწვაძეს მართავს "ქართული ოცნება". ჩემთვის ძალიან საწყენი იყო ბატონი თამაზ შიოშვილის გადაწყვეტილება, რადგან არავისთვის არ არის უცხო, რომ ის და ბატონი ნირაკლი თანამებრძოლები იყვნენ... დიდი ხნის მეგობრები არიან, შიოშვილი პარტიის დაარსებიდან ჩვენი გუნდის აქტიური წევრი იყო. არჩევნები პრაქტიკულად ჩვენმა გუნდმა მოიგო. ჩემთვის, შიოშვილისგან არის ცნობილი, რომ არსებობდა გუბერნატორის პოსტის შემოთავაზება, ამაზე საუბრობენ ქალაქში და საუბრობენ "ქართულ ოცნებაშიც". შიოშვილს გუბერნატორის თანამდებობა ყოველთვის სურდა..."- აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის წარმომადგენელმა. თამარ თედლიაშვილი ყოფილი თავადცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შანსებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს უკანასკნელი ერთხელ უკვე უყო გორის ხელისუფლებაში, თუმცა რეგიონს სასიკეთო ვერაფერი გაუკეთა.
ალასანიას გუნდის წევრი ოქრუაშვილის წარსულ საქმიანობასაც აფასებს და ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ბიზნესმენებისთვის კუთვნილი ქონების წართმევაშია მხილებული.
"გორში არსებობენ ადამიანები, რომელსაც წაართვეს ბიზნესები, მიაყენეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალი, შემიძლია დაგისახელოთ გიორგი ორთანიზაშვილი, რომელიც წილს ფლობდა გორის წისქვილკომბინატში, ირაკლი ოქრიაშვილმა კი მათ ეს ქონება წაართვა და ამის აღიარება ოქრუაშვილმა ტელევიზიით გააკეთა. რომ შევაჯამოთ, ქალაქში ირაკლი ოქრუაშვილი, მისი ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო არ უყვართ, თუმცა იმის გამო, რომ ოქრუაშვილი ოქროს მოწმეა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში იყენებს ამ ბერკეტებს და გარიგებულია მმართველ ძალასთან და ისინი ერთად იბრძვიან "თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ"- განუცხადა "ნიუპოსტს" თამარ თედლიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






