,,აფხაზთა კრება“ ხვალ პრეზიდენტის სასახლესთან აქციას ატარებენ
პოლიტიკა - 19:55, 11 Aug, 2016     2230
12 აგვისტოს 11.30 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები აქციას ატარებენ - ,,არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!“

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციის წევრები განცხადებას ავრცელებენ:

,,უკანასკნელ დღეებში საზოგადოების ყურადღება მიიქცია პრორუსული ძალების თავხედური მოქმედებების კიდევ რამდენიმე მეტად აღმაშფოთებელმა ფაქტმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ გაავრცელა ინფორმაცია ცნობილი კაპიტულანტის, იარაღით მოვაჭრისა და სამშობლოს ღალატისათვის ნასამართლევი პირის ტრისტან წითელაშვილის მიერ იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის ხელშეწყობით საიდუმლო სამხედრო ობიექტებში უკანონო შეღწევისა და მოპოვებული ინფორმაციის რუსეთისათვის გადაცემის შესახებ. ეს ფაქტი დაადასტურეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თ.ხიდაშელმა და გენერალური შტაბის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ვ. კაპანაძემ. პრემიერ-მინისტრმა და რიგმა მაღალი რანგის პირებმა განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სარეჟიმო წესების დარღვევას, რითაც ფაქტიურად მიჩქმალეს ეს დანაშაული.

ამავე დროს, რუსული ,,მეხუთე კოლონის“ განსაკუთრებით აგრესიულმა ნაწილმა სცადა ოპოზიციის ოფისის დარბევა ბათუმში, ხოლო ყვარელში საჯაროდ, კამერების წინ სცემეს ახალგაზრდა ჟურნალისტს მსოფლიოში ცნობილი ანტისაოკუპაციო სლოგანის გამო. ამავე დროს, ეს პირები ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით უკვე ღიად მოითხოვენ საქართველოში რუსეთის ჯარების შემოყვანას, არ მალავენ კავშირს ოკუპანტის ხელისუფლებასთან, იმუქრებიან დახვრეტებით, პროდასავლური ძალებზე სისხლიანი ანგარიშწორებით.

ნორმალურ ქვეყანაში ამ ბოროტმოქმედთა მიმართ გატარდებოდა გადამჭრელი ზომები, აკრძალავდნენ მათ ორგანიზაციებს და იმ საინფორმაციო საშუალებებსაც, რომლითაც ისინი ეწევიან ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტის და მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფისაკენ მიმართულ აგიტაციას.

საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის, ეროვნული დამოუკიდებლობის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი. ის ვალდებულია, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის უპირველესად უშიშროების საბჭოს მეშვეობით, ქმედითი ღონისძიებები გაატაროს რუსეთუმეთა აღვირახსნილი პარპაშის ასალაგმავად.

2016 წლის 12 აგვისტოს, 11.30 საათზე, პრეზიდენტის კანცელარიასთან ,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები ვატარებთ აქციას: ,,არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42