უამრავი თხოვნის, გაფრთხილებისა და უბედური შემთხვევის მიუხედავად ქალაქსა და ქვეყანაში მაინც იგივე მეორდება. სოციალურ ქსელში დაუდევარ მძღოლთა ისტორიებიც უფრო ხშირად ჩნდება. მერე კი შედეგების მხილველებიც ვხდებით და ვგლოვობთ... „იქვე იდგა პატრულის ორი ბრიგადა. როგორც თქვენ არ ადევნებიხართ იმ მანქანას, ისე ისინი... მაინტერესებს რა ხდება ამ დროს?“- ვკითხულობთ მორიგ პოსტს სოციალურ ქსელში.
სოფო ვასაძე: „მე და ჩემი მეგობარი მოვდიოდით ლესელიძეზე, ჩვენს წინ მანქანაში ორმა ბიჭმა ლუქიდან ამოსულმა განვლო მთელი ეს გზა. შემდეგ აღმოვჩნდით თავისუფლების მოედანზე, სადაც ამავე მანქანამ ე.წ დრიფტი გააკეთა ( არა ერთხელ) და შექმნა საავარიო ვითარება. იქვე იდგა პატრულის ორი ბრიგადა. როგორც თქვენ არ ადევნებიხართ იმ მანქანას, ისე ისინი.
მაინტერესებს რა ხდება ამ დროს?“
მასალის გამოყენების პირობები






