გადაბირება ოპოზიციიდან ხელისუფლებაში? - რას პასუხობს კალაძეს ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი
პოლიტიკა - 14:36, 11 Aug, 2016     7439
”თავისუფალი დემოკრატების”ყოფილი წევრი და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი თამაზ შიოშვილი ალასანიას გუნდიდან წამოსვლის შესახებ "ნიუპოსტთან" საუბრობს.

შიოშვილი ამბობს, რომ მას "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების სანაცვლოდ მმართველი გუნდიდან გუბერნატორობაზე შეთავაზება არ მიუღია, თუმცა შიოშვილი პოლიტიკურ აქტივობებში ჩართვას მომავალში არ გამორიცხავს.

"გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ პირადად მივიღე, არავისთან არ მქონია კომუნიკაცია ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არც "ქართულ ოცნებასთან". არც იმ ინფორმაციას ვადასტურებ, რომ ალასანიას გუნდიდან წამოსვლის სანაცვლოდ გუბერნატორობა შემომთავაზეს. მე სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ამ ეტაპზე ვისვენებ სახლში ოჯახთან ერთად. ხვალ და ზეგ რა იქნება არ ვიცი"- განუცხადა "ნიუპოსტს" შიოშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი არ გამორიცხავს, რომ მისი პოლიტიკური მომავალი "ქართულ ოცნებას" დაუკავშირდეს.

"მომავალში ვისთან ვითანამშრომლებ ამაზე არ მიფიქრია. მე მეგობრები მყავს როგორც "ქართულ ოცნებაში" ასევე სხვა პარტიაში. ახალგაზრდა კაცი ვარ, პოლიტიკისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ, ვნახოთ რა იქნება.მე აქტიური საარჩევნო პერიოდში გავჩერდები ცოტა ხანი, დავისვენებ"- აღნიშნა შიოშვილმა.

მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი მისი მეგობარია. მან ყოფილ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

"ამ გუნდიდან, სერიოზული დიპლომატებისგან უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება მივიღე. თუმცა ერთია მეგობრობა მეორე პარტიულობა"- განმარტა ალასანიას გუნდის ყოფილმა წევრმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს "თავისუფალი დემოკრატების" გორის მაჟორიტარობის კანდიდატი, პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თავად იქნება.

გორში მაჟორიტარობის კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა “თავისუფალი დემოკრატების” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამაზ შიოშვილი. თუმცა, როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შიოშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკიდან წასვლა, რის გამოც თვითონ გადაწყვიტა გორში მაჟორიტარად კენჭის ყრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42