კახა კახიშვილმა უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა
პოლიტიკა - 13:42, 11 Aug, 2016     1221

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაათვალიერა.

კახა კახიშვილი და სამინისტროს დელეგაცია უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუდაპეშტის წინასწარი დაკავების დაწესებულებასა და პალჰალმას ციხეს ესტუმრნენ. დაათვალიერეს მონიტორინგის ცენტრი, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ვიდეომონიტორინგი ხორციელდება. ადგილზე გაეცნენ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა საცხოვრებელ პირობებსა და უნგრეთის პენიტენციური სისტემის მუშაობის სპეციფიკას. მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

საქართველოს სასჯლაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციამ უნგრელი კოლეგებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო იმ სარეაბილიტაციო და დასაქმების პროგრამების შესახებ, რომლებიც დანერგილია უნგრეთის პენიტენციურ დაწესებულებებში. დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ უნგრული მხარის გამოცდილებას პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, დაათვალიერეს დაწესებულებების ფერმერული მეურნეობები, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი.

ქართული დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს ბოლო წლებში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგვა. უნგრეთს მსჯავრდებულთა დასაქმების კუთხით მდიდარი გამოცდილება აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ მსჯავრდებულთა დასაქმება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და უწყება ამ მხრივ არაერთ პროექტს ახორციელებს, ქართული მხარე ამ კუთხით უნგრულ გამოცდილებას გაიზიარებს.

კახა კახიშვილი ბუდაპეშტს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შანდორ პინტერის მიწვევით სტუმრობს. უნგრეთში ვიზიტის მიზანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში მიმდინარე და გატარებული რეფორმების, ასევე, დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.

კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, უნგრეთის ციხეების სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42