,,ერთი ძმა იხრჩობოდა, მეორე დახმარებას ცდილობდა... ვკვდები ტირილით“ - გურამ შეროზია ძმების ტრაგედიაზე
სოც.მედია - 21:07, 10 Aug, 2016     87038

„ახლა რომ არ დავწერო და არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე!“ - წერს გურამ შეროზია და ამჯერად ტკივილით სავსე პოსტს იმ ძმების შესახებ აქვეყნებს, რომლებიც დღეს სამტრედიის რაიონში მდინარეში დაიხრჩვნენ.

გურამ შეროზია: „ეს ორი ბიჭი...! ცოტა ხნის წინ დედაჩემმა რომ მითხრა ისე გავცეცხლდი ლამის ვუყვირე რას ბოდავ-მეთქი!! მერე ამათ ფეისბუქზე შევედი და... იმის მერე ასე პარალიზებული ვაგდივარ საწოლზე და ვკვდები ტირილით

ნაგლეჯებად მაქვს ინფორმაცია.
რომ ერთი ძმა იხრჩობოდა
მეორე დახმარებას ცდილობდა
და ბოლოს ორივე...!!

ასეთი ჭკვიანები, სიმპატიურები, ახალგაზრდები, სიცოცხლით სავსეები, ასეთი მომავლით. ყოველთვის მშურდა ამ ბავშვების დედის და მინდოდა მეც ასეთი შვილები მყოლოდა, ასე გამეზარდა და მეც მეამაყა! ოღონდ არა ასეთი დასასრულით!

ჯერ უმცროსმა ძმამ მიპოვა ფეისბუქზე, ორი წლის წინ რაღაც გადაცემაში მნახა. მერე მეორემ დამამატა. მიყვეებოდნენ როგორ მიყურებდნენ იმედის დილაში, როგორ უხაროდათ რომ ნათესავი აღმოაჩინეს ასე შემთხვევით.

ორჯერ, ნახვაც შემეძლო, როცა ეტალონში იღებდნენ მონაწილეობას და ჩამოსულები იყვნენ. სამოგზაუროდ ვემზადებოდი და სხვა დროს ვნახავ, სად წავლენმეთქი და ...

ჩვენი ბოლო მიმოწერაც თემოსთან ასე დასრულდა:
- დაბადების დღე მოვულოცე და სინანული გამოვთქვი, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ და ვერაფრით ვერ შედგა ცვენი შეხვედრა
- და პასუხი: შევხვდებით, სად წავალთ.

და ჩემი კამათი იმაზე,რომ ჩემს ასაკში იმდენად მაგარი ტიპები იქნებოდნენ, ამ ტემპებით, რომ მე ვერც კი შევდაარებდი თავს.

აი ახლაც ვფიქრობ, იდიოტივით ათას სისულელეზე და არ მჯერა, მგონია რომ მძინავს. და ყელში რაღაც მიჭერს და მახრჩობს!
ვერ ჩავალ მათთან ფიზიკურად, არ შემიძლია რომ ჩვენი ამდენი ხნის დაგეგმილი და მუდმივად გადადებული შეხვედრა აი ასეთი ფორმით შედგეს!
უსამართლობა რომ არ შემიძლია ჩემი სიცოცხლის წლები მოვიკლო და ამათ მივცე!

და რას შეცვლის ჩემი ბღავილი!
წარმოდგენა და ფიქრიც არ მინდა მათ მშობლებზე!

ასეთი უგულობა, უსამართლობა,ბოროტება, საშინელი ტრაგედია!!! როგორ ვაპატიო ღმერთს?!!

ვბოდავ, ბუნდოვნად ვაზროვნებ! და არ მჯერა! არ მჯერა! არ მჯერააა!!!!!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42