ქართულ-ნორვეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ დასრულდა
პოლიტიკა - 19:56, 10 Aug, 2016     1644

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთში“ ქართულ-ნორვეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ დასრულდა.

ცერემონიალი ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც მოწვეულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

„გორდა 2016“-ში მონაწილე პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით დასრულება ნორვეგიის შიდა გვარდიის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ჯონ სვინდლენდმა მიულოცა. სიტყვით მიმართვისას მან აღნიშნა, რომ ქართველ და ნორვეგიელ გვარდიელებს ბევრი საერთო გამოწვევა აქვთ; თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით საერთო მიზნების მიღწევა შესაძლებელია. გვარდიელებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ასევე, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა აკაკი მახარაშვილმა.

ცერემონიალის დასასრულს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ და მისმა მოადგილეებმა, პოლკოვნიკმა ანზორ გოგუაძემ და გიორგი ჩიქოვანმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის კაპელანის, მამა მიქაელის მიერ პირადი შემადგენლობის დალოცვით დასრულდა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების „გორდა 2016“ მიზანი, ნორვეგიული გამოცდილების გაზიარებით, ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და მართვის პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კოორდინებული მოქმედებების დახვეწა იყო. სწავლების დასკვნითი ეტაპით საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის 4-წლიანი ერთობლივი პროექტი დასრულდა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42