ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს როგორიც არის დავოსი შვეიცარიაში- გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 18:59, 10 Aug, 2016     2970

ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა - დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი - სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. ატრაქციონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პირადადაც გამოსცადა.

"ბაკურიანში არის სერიოზული ბუმი განვითარების, სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევის შედეგად ჩვენ გავაკეთეთ პარტნიორობის მოდელები კერძო სექტორთან. ვითარდება კოხტა-მიტარბის მიმართულება ძალიან სერიოზულად. კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს სრულდება და წელს სეზონისთვის იქნება დასრულებული. ეს მთლიანად ერთ კომპლექსად იკვრება შემაერთებელი საბაგიროს მეშვეობით და კეთდება მართლაც უნიკალური, ძალიან ლამაზ ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ეს განხორციელდა სწორედ იმ სწორი პარტნიორული მოდელის შედეგად, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. კერძო სექტორი აშენებს იქ განვითარების გეგმის მიხედვით ახალ სასტუმროებს, შენდება გასართობი ცენტრები, შენდება შოპინგისთვის სპეციალური ნაგებობები, რომ ტურისტებს შეეძლოთ გართობა. ასევე დიდველზე დამონტაჟდა სამთო ციგა, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ატრაქციონი იქნება. თქვენ ნახეთ ალბათ უკვე რამხელა დაინტერესებაა ტურისტებში. ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ ადგილობრივმა ოჯახურმა სასტუმროებმა და მცირე საწარმოებმა მეტი შემოსავალი ნახონ და რა თქმა უნდა ეს იქნება ტურიზმისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მოიბამს ბორჯომის სასტუმროებსაც, იმიტომ, რომ ბორჯომის სასტუმროებიდან დანიშნული იქნება უფასო შატლი-ავტობუსი, რომელიც ამოიყვანს ტურისტებს, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე," - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ასევე იგეგმება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, რომლის პროექტირებას ახორციელებენ ფრანგი ექსპერტები, რაც წლის ბოლომდე დასრულდება.

"მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი განვითარება მიმდინარეობს და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს , როგორც რეგიონული საკონფერენციო ცენტრი, როგორიც ეს არის დავოსი შვეიცარიაში და მას ამისი ყველანაირი პოტენციალი გააჩნია"

„ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას - 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 3 000 000 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42