უგულავას საქმეში პროკურატურის "ოქროს მოწმე"- "რიჟა" ჭიათურაში მაჟორიტარად იყრის კენჭს?
პოლიტიკა - 18:01, 10 Aug, 2016     10457
„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავას საქმეში პროკურატურის "ოქროს მოწმე" გიორგი კაპანაძე იგივე „რიჟა“ პოლიტიკაში მიდის.

როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება „რიჟა“ ჭიათურაში მაჟორიტარად დამოუკიდებლად იყრის კენჭს. მართალია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გიორგი კაპანაძე კანდიდატად ჯერ-ჯერობით არ დარეგისტრიტბულა, თუმცა ქალაქში უკვე დაყარა ხმები, რომ მას საინიციატივო ჯგუფი მალე წარადგენს. მეტიც, როგორც „რიჟა“ ჭიათურელებს არწმუნებს, მისი კანდიდატურა ყოფილ პრემიერ-მინიტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია, საქმის კურსშია უჩა მამაცაშვილიც.

სად მიდის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სულხან მახათაძე?

ამ კითხვას დაახლოებულ წრეებში რიჟა პასუხობს, რომ „ის პრემიერ-მინისტის გიორგი კვირიკაშვილის კადრია, მე კი ბიძინას ხელდასმულიო“.

გიორგი კაპანაძე, მეტსახელად „რიჟა“, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ის მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენჯერმე დააკავა.

„რიჟამ“ საპატიმროში რამდენიმე თვე დაჰყო და ორი მილიონი გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, საქართველო დატოვა. „რიჟა“ საქართველოში 2010 წელს ბრუნდება და მის კუთვნილ კომპანიას ჩაბარდა აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

უგულავა-კაპანაძის მეგობრობა მაშინ დასრულდა, როცა ასპარეზზე „ქართული ოცნება“ გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიგი უგულავას იმდროინდელი ქვისლი გიორგი ღონიაშვილი მისი უახლოესი მეგობრისა და ნათელ-მირონის, „რიჟას“ განცხადების საფუძველზე დააკავეს.

ამბობენ იმასაც, რომ კაპანაძე გიორგი ღონიაშვილის ფარულ ჩაწერას ახორციელებდა, შესაბამისად იცოდა როდის ექნებოდა ღონიაშვილს ავტომანქანაში თანხა.

სწორედ კაპანაძეა პროკურატურის ის ოქროს მოწმე, რომელის ჩვენებების საფუძველზე, წინასაარჩევმნოდ ფულის გათეთრების ბრალდებით გისოსსებს მიღმა აღმოჩნდა თბილისის ყოფილი მერი.

უგულავას სასმართლო პროცესების დროს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კაპანაძე ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი იყო, თუმცა აღსანიშვანია, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უგულავას ადვოკატს ბექა ბასილიას მაშინ არ წარუდგენია.

ამჯერად პოლიტიკაში მოსული ბასილია კი დღეს „რიჟას“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „ის ყველაფრის მკადრებელია“.

„კაპანაძე ცრუ ჩვენებების მიმცემი ადამიანია, რომელიც თავისი ბიზნესინტერესების გამო ფინანსური პოლიციის და პროკურატურის დავალებით იკეთებს კამერას და იწერს მეორე ადამინს, რომ ინდულგენცია მიიღოს თავისი შავ-ბნელი საქმეების გასაკეთებლად. ეს ადამიანი არის მატყუარა და მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს ყველა ფორმით, მათ შორის კამერა აკიდებული ცდილობს პროვოკაციაზე წამოაგოს უდანაშაულო ადამიანი“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

ჭიათურაში მაჟორიტარ კანდიადტად მმართველი პარტიიდან, როგორც აღვნიშნეთ კენჭს იყრის სულხან მახათაძე, რომელიც პრემიერმა ოფიციალურად წარადგინა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გოგი ჩიკვილაძეა, ხოლო ანი მიროტაძე ,,ეროვნული ფორუმის" მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

ჩვენ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს ანი მიტოტაძესაც ვესაუბრეთ.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით მიტოტაძის რეიტინგი ჭიათურაში მზარდია და ფაქტობრივად ხელისუფლების კანიდატს უსწრებს კიდეც.

ანი მიროტაძეს ჯერ არდარეგისტრირებულ კანიდადატებზე საუბარი არ სურს.

„ყველა კანდიდატზე მას შემდეგ ვისუაბრებ, რაც ისინი ოფოციალურად დარეგისტრირდებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვი, დავაკაკუნებ ყველა სახლის კარზე. მინდა შევაჩერო რეგრესი, რომ დაიწყოს პროგრესი. მხოლოდ ამისთვის მივდვარ ჭიათურაში“- გვითხრა მიროტაძემ.

„ნიუპოსტი“ გიორგი კაპანაძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი შეცვლილი აქვს. თუ კი ბატონი კაპანაძე ჩათვლის საჭიროდ განმატება გააკეთოს გავრცელებულ ინფორმაციაზე „ნიუპოსტი“ მზად არის მისი კომენტარი უცვლელად გაავრცელოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42