ბესელია- ფოფხაძის წერილს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამოეხმაურა
პოლიტიკა - 16:23, 10 Aug, 2016     2056
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პარლამენტის დეპუტატების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ გავრცელებულ წერილს განცხადებით პასუხობს. როგორც პაპუაშვილის განცხადებქშია ნათქვამი აღნიშნულმა წერილი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია მიმდინარეობს. გიორგი პაპუაშვილის განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ქ-ნი ეკა ბესელიას, ბ-ნი გედევან ფოფხაძის და სხვა პოლიტიკოსების მიერ დღეს გავრცელებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური კამპანია, ხოლო ცალკეულ მოსამართლეებზე პოლიტიკური თავდასხმების, მათი დევნის რეალურ მიზეზს წარმოადგენს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართველი და უცხოელი დამკვირვებლების მიერ შეფასებული იქნა პროგრესულ გადაწყვეტილებებად და ჩვენ სახელმწიფოში დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთ ინდიკატორად. განცხადებებში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს, განპირობებულია კანონისა და სასამართლო პრაქტიკის ცოდნის ნაკლებობით, მიზნად ისახავს მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების და საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას.

ასევე საგანგაშოა გუშინ გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელების განზრახვის შესახებ. ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ აღკვეთოს ასეთი დანაშაულებრივი განზრახვა, თუ ის რეალურია, არამედ მიმართოს სათანადო ძალისხმევას საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერხებელი საქმიანობისათვის აუცილებელი გარემოს შესაქმნელად.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი და რამდენიმე ჩემი კოლეგის მხრიდან გაკეთდა საკმარისად ცხადი განცხადებები სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. თითოეულმა ჩვენგანმა გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული დეტალური ინფორმაცია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ.

რაც შეეხება ე.წ კაბელების საქმის რეგისტრაციის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების თუ საქმეთა განხილვის თანმიმდევრობის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს და ამ საკითხებში პოლიტიკოსების ჩარევის მცდელობა დაუშვებელია და ძალზე სახიფათო.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასევე გაკეთდა არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ერთი ნაწილი გეგმავდა ე.წ. „საკონსტიტუციო გადატრიალებას“ და ამ მიზნით განზრახული ჰქონდა არჩევნების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რაც არჩევნების ჩაშლას გამოიწვევდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქმის გადაწყვეტაში მონაწილე არც ერთ მოსამართლეს არ გამოუთქვამს მოსაზრება, რომ არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა იყო არაკონსტიტუციური. შესაბამისად, თეორიულადაც კი, არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ გადაწყვეტილებას გამოეწვია პარლამენტის მხრიდან საარჩევნო ოლქების ხელახლა მოწესრიგების საჭიროება.

ამდენად, დღეს გავრცელებული განცხადებები არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო."- აღნიშნულია გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42