„ქართული ოცნების ხელისუფლება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის ამარაა დარჩენილია, საქართველოს მოქალაქეებზე პოლიტიკურ დევნას აგრძელებს.
კერძოდ, გუშინ ჩვენ კოდის დევნილთა დასახლებაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დევნილ მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრა, განვიხილეთ სხვადასხვა ყოფითი საკითხები. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა მეუღლე ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში რძალი, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ, დღეს მათ დაუკავშირდნენ ერედვის გამგეობიდან და მოსთხოვეს განცხადებების დაწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ეს ადამიანები არიან იასონ ქრისტესიაშვილი და ეთერ რომელაშვილი, ისისნი იმყოფებოდნენ ჩვენთან შეხვედრაზე და მათი ოჯახის წევრებს მოთხოვეს სამსახურიდან წასვლა. ერედვის გამგებელ ცოტნიაშვილი პირადი მოთხოვნით მოხდა ამ ადამიანებისთვის სამსახურიებიდან წასვლის თაობაზე განცხადებების დაწერის მოთხოვნა.
გვინდა მივმართოთ უწყებათშორის კომისიას, რომლის სხდომა დღეს იმართება, ასევე ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ კვირიკაშვილს, სახეზეა პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა „დანაშაული“ მხოლოდ ისაა, რომ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრება აქვთ.
მივმართავ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური ანგარიშსწორებას აორგანიზებენ, არჩევნებამდე დარჩენილია 2 თვე, პოლიტიკური დევნა კი სისხლის სამართლის დანაშაულია და მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რაზეც მათ 2 თვის შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაული დაეკისრებათ“.
მასალის გამოყენების პირობები






