ბესელია- ფოფხაძის წერილის მიზანი ივანიშვილის კეთილგანწყობის მოპოვებაა- ხუხაშვილი
პოლიტიკა - 14:39, 10 Aug, 2016     2163
ექსპერტი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ”ქართული ოცნების” დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე დიპლომატებს ფორმალურად მიმართავენ, რეალურად კი მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობის მოპოვებაა.

როგორც „ნიუპოსტს“ ხუხაშვილმა განუცხადა, შესაძლებელია, მმართველ პარტიას ეს წერილი ცუდად შემოუტრიალდეს.

ექსპერტს მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი პოლიტიკოსები ავითარებდნენ შეთქმულების თეორიას და აპელირებდნენ დიპლომატებთან.

ხუხაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საკონსტუტუციო სასამართლოში „ყველაფერი რიგზე იყოს“, თუმცა იქვე ამბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატების მსგავსი განცხადებიებები, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

„ეს ადამიანები დიპლომატებს ფორმალურად მიმართავენ მათი მიზანია ერთი ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება.

სამწუხაროდ ვიწრო პოლიტიკური, მერკანტილური ინტერესი სახელმწიფო ინტერესზე მაღლა დგება. კარგია, რომ მიმართვა მმართველი პარტიის სახელით არ გავრცელდა და მას მხიოლოდ ორი ადამიანი აწერს ხელს ”- აღნიშნა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო შტოები დისკრედიტირებულია.

“გვყავს პარლამენტი რომელიც ფაქტობრივად, ჰაერშია დარჩენილი, მძიმე მდგომარეობაშია საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო დისკრედიტებულია. ამაში კი პასუხისმგებლობა ”ქართულ ოცნებას” და ”ნაციონალურ მოძრაობას” მიუძღვის“- აღნიშნავს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42