„ხელისუფლება ბევრ მედიასაშუალებას აფინანსებს“-სამთავრობო და რუსული ფული ქართულ მედიაში
პოლიტიკა - 14:19, 10 Aug, 2016     1806
ჟურნალისტი, მედია ექსპერტი, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე „გურიის მოამბესთან“ იმ მეთოდებზე საუბრობს, რასაც რუსული პროპაგანდის გამტარებელი ქართული მედიაინსტიტუციები დღეს აქტიურად იყენებენ:

„რუსული პროპაგანდა ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ისეთ ნორმად, რომ რუსეთი ყიდულობს ამ მედიასაშუალებებს და ცდილობს, მისი შინაარსი მთლიანად მან განსაზღვროს. არც იმას ნიშნავს, რომ სადმე მოსკოვში, ან პეტერბურგში მზადდება ამ გაზეთების შინაარსი. ეს არის ის ნაკადი, რომლითაც აქ კარგად ხდება ცალკეული მედიაინსტიტუციების დამუშავება და მათი საშუალებით ამ ინფორმაცების მიწოდება მოქალაქეებისთვის. პრინციპში , მათზე ზემოქმედება ირიბი მეთოდებით. სრულებითაც არ ნიშნავს ეს პროპაგანდა იმას, რომ მაგალითად იძახო- რუსეთი რა კარგია. ხშირ შემთხვევაში პირიქით, ფიქრობენ შექმნან ისეთი ნაციონალური პროექტი, რომლითაც პრაქტიკულად დაასუსტებენ ქართულ საზოგადოებას და როგორც წესი, ამას ემსახურება ხოლმე მესიჯები: რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ! ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რამე გაგვაჩნია, ეს ჩვენი ტრადიციებია და ამას გვართმევს ვინ? -დასავლეთი, ევროპა, ამერიკა. და თუ ჩვენ არ ვიქნებით ევროპასთან და ამერიკასთან ახლოს, ამით გადავარჩენთ ჩვენს ნაციონალურ იდენტობას. ამით იქმნება განწყობა, რომ აქ უნდა იყოს სივრცე ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა, რადგან სხვა არაფერი არ გადაგვარჩენს. არის კიდევ ანტითურქული განწყობების მთელი ნაკადი, რომ თურქეთი არის დაუძინებელი მტერი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, მოაქციოს ისლამზე მთელი სამხრეთ საქართველო; აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, აგერ გურიასაც გადმოწვდება და რომ, ამას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. აი, ასე ფრაგმენტულად მოდის ეს და ეს ფრაგმენტულობა ქმნის ამ რუსული პროპაგანდის მანქანას. თუ ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ერთად მოიყრის თავს, მაშინ შენ სხვანაირ პროექტს აკეთებ და ეს არის სწორედ რუსეთის ინტერესებში. წინა ხელისუფლების დროს, ძალიან ხისტი იყო რუსული პროპაგანდისტული მანქანა და ეს მოდიოდა პირდაპირ და წინ ეფარებოდა ტანკს, დღეს ეს ასე არ არის. დღეს, რუსული პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს შენივე ხელით.“- აცხადებს ქორიძე.

ქორიძის თქმით ზოგიერთი ჟურნალისტი თავისდაუნებურად ხდება ამ რუსული პროპაგანდის გამტარი:

„ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვიცი, რომელიც არ არის ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი, მაგრამ ამ ნაკადში ზის. არის ბევრი ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლებასთან მეგობრობს და ისიც ამ ნაკადში ზის. აქ მთავარი ის არის, რა საინფორმაციო პროპაგანდაც მოდის, რამდენად სწორად შეგიძლია გაიაზრო და შენდა უნებურად არ გახდე გამტარი ამ ყველაფრის. ესაა მთავარი, თორემ რა თქმა უნდა, რუსეთი ეცდება სადაც საჭიროა ეს ყველაფერი გააკეთოს რბილად, სადაც საჭიროა ხისტად.“- აღნიშნავს ქორიძე.

მედია ექსპერტის თქმით, ის ყოველთვის ქინააღმდეგი იყო რომ მედიასაშუალებები ხელისუფლებისგან ფინანსდებოდეს:

„ხელისუფლება დღეს ძალიან ბევრ მედიასაშუალებას აფინანსებს და მან აქ კითხვა კი არ უნდა დასვას, ეს მედიასაშუალება არის თუ არა რუსული პროპაგანდის გამტარებელი, არამედ საერთოდ არ უნდა მისცეს ფული მედიას. ჩემი პოზიცია ყოველთვის ხისტი იყო ამ თემაზე, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც. თუ მედია ვერ არსებობს სამთავრობო ფულის გარეშე, მაშინ ასეთი მედია არ უნდა გვქონდეს. თუ გვექნება, მაშინ იქნება რისკებიც, მედია უნდა იყოს თვითკმარი. თუ ფულს იღებდ ან კონკრეტული პირისგან, ან პარტიისგან, ხელისუფლებისგან, ეს ნიშნავს, რომ ეს მედია არის მართული. რუსული ფულიც მედიაში პირდაპირ არ მოდის, ეს ფული ტრიალებს არასამთავრობო სექტორში, პოლიტიკურ პარტიებში და მერე ნაწილდება. არის მედიასაშუალებებიც, რომლებიც ღიად იღებენ ამ ფულს და მუშაობენ იმ მიმართულებებზე, რაც არის რუსეთის სასიცოცხლო მნიშვნელობაში. აქ პრობლემა ნაკლებად არის, რადგან ღიად ხდება ეს ყველაფერი. პრობლემა იქ არის, რაზეც ვსაუბრობთ, დაფარული და ირიბი პროპაგანდა. რომ ჩვენ ვართ წარატებული მედიასაშუალება, გვაქვს კარგი შემოსავალი, დამოუკიდებელის სტატუსს ამოფარებული მედიასაშუალებები, რომლებიც ამბობენ, რომ ვართ ძლიერები და პოპულარულები და ვთავაზობ ხალხს იმას, რაც მათ მოსწონთ. დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას მალე მოვუძებნით ამოხსნას, იმიტომ, რომ არ შეიძლება დიდხანს ატყუო მკითხველი. თუ შენ ასე გინდა ზემოქმედება მოახდინო ადამიანზე, მაშინ შენ ასრულებ ძალიან არასახარბიელო ფუნქციას საზოგადოების განვითარებაში და ეს აუცილებლად დასრულდება ერთ დღეს“-აღნიშნა ზვიად ქორიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42