კახა კახიშვილი ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 13:00, 10 Aug, 2016     1159

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შანდორ პინტერს შეხვდა.

შეხვედრაზე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით ქვეყანა ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. შანდორ პინტერის თქმით, უნგრეთი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. თავის მხრივ, კახა კახიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერისთვის უნგრეთის ხელისუფლების მიმართ მადლიერება გამოხატა.

ამასთან, შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში არსებულ ვითარებას, გატარებულ რეფორმებსა და ამის შედეგად მიღწეულ პროგრესს. განსაკუთრებული ყურადღება მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა დასაქმების შესაძლებლობებსა და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. კახა კახიშვილი და შანდორ პინტერი შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით, საქართველო უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს.

კახა კახიშვილი ბუდაპეშტში შანდორ პინტერის მიწვევით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან უწყების პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფანიაშვილი. მინისტრი დელეგაციასთან ერთად, უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეების სამსახურის გენერალურ დირექტორს ანდრას ქსოტსა და მის მოადგილეებსაც შეხვდა. შეხვედრაზე პენიტენციისა და პრობაციის სამსახურების მუშაობის სპეციფიკა დეტალურად განიხილეს. მხარეები პატიმართა დასაქმების, სარებილიტაციო პროგრამების დანერგვის, ალტერნატიული სასჯელების განვითარებისა და პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით, უნგრეთის ციხეების სამსახურის ხელმძღვანელი თბილისში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42