მაია ბითაძე სამთო-მომპოვებითი დარგის მმართველობის გაუმჯობესების პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო
პოლიტიკა - 10:01, 10 Aug, 2016     1457
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სამთო-მომპოვებითი დარგის მმართველობის გაუმჯობესების პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა მინისტრის მოადგილის, მაია ბითაძის მონაწილეობით გაიმართა. აშშ-ს სატყეო სამსახურსა (USFS) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, წიაღის მიმართულებით 2014 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა.

პროექტის პრიორიტეტული მიმართულებებია - საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, გარემოს დაცვის ინსპექტორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი/სასწავლო ტრენინგები სამთომოპოვებითი მრეწველობის პროცესში, მათ შორის, შახტური წესით მოპოვებისას; რეკულტივაციის პროექტების განხილვა და შემდგომი რეკულტივაციის პროცესების ინსპექტირება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოხდეს მიტოვებული კარიერების ინვენტარიზაცია. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა არაერთი საველე სამუშაო, კონკრეტული მაგალითების კვლევით და სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა საბადოებზე.

აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამინისიტროს სისტემაში მომუშავე ადამიანების პოტენციალისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, რათა კანონმდებლობის თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის ახალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები - წიაღითსარგებლობის სფეროში ეფექტიანად იქნეს აღსრულებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42