"იმ ღამეს შენს მიერ ნაწამებ ადამიანს რატომ აბრალებ, რომ თურმე მკვლელი ყოფილა"- პრეზიდენტი ენმ-ს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 23:16, 09 Aug, 2016     13125
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მის კონსულტანტად ივა ჩიღვინაძის დანიშვნის საკითხზე პოლიტიკოსების ნეგატიურ განცხადებებს "მაესტროს" ეთერში გამოეხმაურა.
"შენ ადამიანს აბრალებ მკვლელობას და პრეზიდენტს აბრალებ გარდაცვლილთა უპატივცემულობას მემგონი, პოლიტიკაშიც არსებობს გარკვეული ლიმიტები, რა უნდა თქვა და რა არ უნდა თქვა. ივა ჩიღვინაძე გასამართლებული იყო არა იმ ღამეს მომხდარი მკვლელობისთვის, არამედ წინააღმდეგობის გაწევისთვის. ის გაასამართლა სწორედ მიხეილ სააკაშვილის სასამართლომ და პროკურატურამ და მისთვის ამ ინსტიტუციებსაც კი არ წარუდგენია მკვლელობის ბრალდება. ივა ჩიღვინაძე დაიჭირეს და აწამეს, მერე კი საბედნიეროდ, ჩვენი ხელისფლების დროს გამოვიდა ციხიდან"- აღიშნა მან.
პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით აღნიშნა, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი თავად იხსენებს იმ ღამეს "რტოცა მოხდა "ადამიანების მასობრივი ეგზეკუცია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა".
"გარდაცვლილ ადამიანებს ჯიხურების თავზე ვპოულობდით რად გინდა ამ ღამის გახსენება? რატომ მახსენებ შენს მიერ ჩადენილ დანაშალებს ხელახლა და პლუს, იმ ღამეს შენს მიერ ნაწამებ ადამიანს რატომ აბრალებ, რომ თურმე მკვლელი ყოფილა ეს არის აბსოლუტურად არასწორი. მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო ამ ადამიანის ღირსების და უფლებების კიდევ ერთხელ შემლახავი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩიღვინაძე შეისწავლის ვითარებას და მოიძიებს ინფორმაციას წამების ფაქტების გამოძიების კუთხით.

„მე არაერთხელ მომითხოვია საზოგადოებისთვის მომხდარიყო ანგარიშის ჩაბარება, როგორ მიმდინარეობს გამოძიება იმ დაზარალებულ ადამიანებთან მიმართებაში იგივე აბდალაძის შემთხვევა ავიღოთ, რომელიც ამდენი ხანია ითხოვს, ახსენით ჩემს საქმეს გრიფი, რადგან მე არ ვარ ჯაშუშიო. გაგახსენებთ ჩემს იმ განცხადებასაც, რომ თუ ადამიანებს მივეცით პოლიტპატიმრის სტატუსი, მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ გარემოებიდან გამომდინარე ამტკიცონ თავისი უდანაშაულობათქო. პროკურატურას ვთხოვდი, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია წამების ფაქტებზე რამდენი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და რამდენი ადამიანი იდევნება იმ კატასტროფისთვის, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გადახდა. ივას აქვს ეს გამოცდილება თავის თავზე, ასევე მას გააჩნია პოლიტიკური კონტაქტები. შესაბამისად, მის მიერ მოხდება ამ ვითარების შესწავლა და ინფორმაციის მოძიება, რაც, ბუნებრივია, იქნება ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ კიდევ უფრო ადეკვატურად გამოვხატოთ იმ ადამიანების ინტერესები, რომელთა სახელითაც ძალიან ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსები, მაგრამ მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ ზრუნვას ამ ადამიანებზე“ -განმარტა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42