"რეფერენდუმის შესახებ კანონში ოკუპირებელი ტერიტორიების განსაზღვრა უნდა მოხდეს"- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 22:10, 09 Aug, 2016     1696
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განმარტა ის გარემოებები რატომაც არ დაუჭირა მხარი ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული კანონმდებლობით უკვე დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.
პრეზიდენტის განმარტებით, მხოლოდ რეფერენდუმის კანონის დარღვევა არ ყოფილა მისი მხრიდან გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
"რაც წერია სარეფერენდუმო წინადადებაში, ზუსტად სიტყვა-სიტყვით წერია სამოქალაქო კოდექსში. თუ ნაგულისხმები იყო, რომ ეს უნდა ჩაწერილიყო კონსტიტუციაში, აქაც კანონი ამბობს, რომ მხოლოდ ერთი თვე აქვს კანონმდებელს ამის ჩასაწერად, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია არანაირად არ იცნობს კონსტიტუციის ცვლილებას ერთ თვეში. ერთი თვე მარტო კონსტიტუციური წინადადების მომზადებას უნდა. შესაბამისად, ჩემთვის ბოლომდე გაურკვეველი იყო კითხვა რის ირგვლივ იყო” - განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება ზოგად სურათს, როგორც მარგველაშვილმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რეფერენდუმის შესახებ კანონში ოკუპირებელი ტერიტორიების განსაზღვრა უნდა მოხდეს. პრეზიდენტი თვლის, რომ კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიები.
„საქართველოს კანონი რეფერენდუმის შესახებ“ პირდაპირ აღნიშნავს, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ასეთ განსაზღვრებას როდესაც ყურადღებას არ აქცევ და ამავე დროს, როდესაც შენ მეზობელ ქვეყანას შენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, შენ აძლევ სერიოზულ სამართლებრივ არგუმენტს, რომ ქართველებმა ეს რეალობა მივიღეთ, შევეგუეთ და მისაღებია. რეფერენდუმებზე უარი არ უნდა ვთქვათ. სხვა კანონებში ჩასწორებულია, ასევე კონსტიტუციაშიც განსაზღვრულია, შესაბამისად, რეფერენდუმის კანონი რომ გვაძლევდეს საშუალებას, არ ხელვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, აქ არის მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალი. იმედი მაქვს, კანონმდებელი ამას გაასწორებს და მოგვცემს საშუალებას რეფერენდუმებითაც ვამუშაოთ ჩვენი დემოკრატია”, - განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42