ჩაჩიბაიას ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა ედება . უკრაინიდან მისი ექსტრადირება 2 თვის წინ განხორციელდა.
დღევანდელ პროცესზე დავით ჩაჩიბაიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
მან მიხეილ სააკაშვილი, გია ლორთქიფანიძეს და გივი თარგამაძე დაადანაშაულა. "დაკავებისას მქონდა ორი პასპორტი, რომელიც ადასტურებდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე წინაღობის გარეშე შემეძლო გადაადგილება, თუმცა თავხედურად მომიტაცეს და ჩემთვის აიღეს მხოლოდ ცალმხრივი ბილეთი. ლორთქიფანიძე, თარგამაძე, სააკაშვილი არიან ერთი გუნდის წევრები. მშვიდად გადმოვედი საზღვარზე რადგან ვიცოდი, რომ არ მექნებოდა პრობლემა, მაგრამ რომ ჩამოვედი გავიგე, ჩამოსვლამდე სამი საათით ადრე უთქვამს თარგამაძეს - ”კანონიერი ქურდი” ჩამოვიდა რომელსაც არ აკავებენო. ხომ არ გგონიათ რომ ეს არის საბოტაჟი უკრაინის მხრიდან საქართველოს მიმართ არჩევნების წინ? თუ ლორთქიფანიძე თვლის, რომ ”კანონიერი ქურდი” უნდა დააკავოს, პირველ რიგში დააკავოს სააკაშვილი, რომელიც ფართოდ იყენებს კანონს და დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის”, - განაცხადა გერლიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






