7 წელი სამართლის ძიებაში - ლომინაძეების დაყადაღებული ქონება, რომელიც მათ აღარ გააჩნიათ
პოლიტიკა - 15:37, 09 Aug, 2016     6081
„სამართლიანობის აღდგენა“ - ეს წინასაარჩევნო ლოზუნგი ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. „ქართული ოცნებას“ ამ დევიზის გამო წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულმა ასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი, მათ შორის იყო ჩვენი რესპონდენტი გიორგი ლომინაძე, რომელიც 7 წელია ორივე ხელისუფლების პირობებში სამართალს უშედეგოდ ეძებს.


ამბობს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ მოსახლეობას თავი შეუსრულებელი დაპირებებისთ დაამახსოვრა.

პროკურატურა კი წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ მოქალაქეების სარჩელებს გულისყურით არ სწავლობს.

ლომინაძის მინაყოლის მიხედვით, 2009 წელს მას ინცინდენტი შეემთხვა მაშინდელი „სოდ-ის“ თანამშრომელთან, სმართალდამცავებმა კი მხოლოდ იმის გამო, რომ მოპირისპირე მხარე ძალოვანი იყო, ჯარიმა დაუმსახურებლად გამოუწერეს. დავა სასამართლოში გაგრძელდა...

„2009 წელს მომიხდა ავარია. სოდის თანამშრომელი აღმოჩნდა მოპირისპირე მხარე, გაუგებრობები შეიქმნა და პატრულმა გამომიცხადა სოდის თანამშრომელია და მაგას ხომ არ დავუწერ ჯარიმასო და მე დამიწერეს, 200 ლარიანი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა გავაკეთებინე დასკვნაში ნათქვამია, რომ ჩემი ბრალეულობა არ იკვეთებოდა. მოპირდაპირე მხარემ კი გარკვეული მუხლის თანახმად დაარღვია წესი. ჯარიმის გასაჩივრება 10 დღის შემდეგ არის შესაძლებელი, ასეც მოვიქეცი, თუცმა თელავის სასამართლომ უარი მითხრა, სადაც ავარია მოხდა იმ ქალაქში უნდა მოხდეს გასაჩივრებაო. ავარია თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მოხდა. გამომიშვეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნანა დარასელიასთან, არც კი შეხედა, გადმომიყარა საბუთები, მაგრამ ადვოკატმა მაინც მოახერხა და მიაღებინა საბუთები. ავარიის შემდგომ სოდის თანამშრომელმა, თავის მეუღლეს დაურეკა და ეს ქალბატონი მოვიდა, არ ვიცი რას წარმოადგენდა და რა თანამდებობაზე იყო, მაგრამ დამიწყო ამ ქალმა საქმის გარჩევა, პატრულს ჩაუჯდა მანქანაში, ამ მამაკაცს ილია ქვარცხავა ერქვა. ეს ქალი პატრულის მანქანიდან რომ გადმოვიდა, შე საწყალო შენ გამტყუნებენო ასე მითხრა. შემდეგ წავედი და ამიტომ გავაკეთებინე ექსპერტიზის დასკვნა. არცერთმა სასამართლომ არ განიხილა ფაქტობრივად. საქალაქოდან გადავიდა სააპელაციოში და სააპელაციოდან გადავიდა უზენაესში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მაშინ იყო ლევან მურუსიძე. სააპელაციოში კი მაია ბაქრაძე, არც სააპელაციოში ვყოფილვარ და არც უზენაესში, მხოლოდ წერილები მომწერეს პასუხად. მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაშიც ვიყავი, მაგრამ ეს ჯარიმა დამრჩა მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მქონდა. ახალი ხელისუფლების პირობებში 2013 წელს დამიბარეს შს სამინისტროში და მითხრეს, რომ უნდა ჩამოგაწეროთო. ვთხოვე ისე ჩამოამწერეთ, რომ ამ ავარიაში დამნაშავე არ ვარ-მეთქი, მაგრამ ამაზე უარი მითხრეს და მხოლოდ ჯარიმა ჩამომაწერეს”- განუცხადა „ნიუპოსტს“ გიორგი ლომინაძემ.

როგორც ირკვევა მოქალაქის სამართალდამცავებთან გაუგებრობა ამით არ დასრულებულა.

ლომინაძეს 2013 წელსაც მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა ამჯერად ვაკე-საბურთალოს კვეთაზე. ბატონი გიორგის განცხადებით, რადგან „შავი ისტორია“ ჰქონდა მასაც გამოუწერეს ჯარიმა 250 ლარის ოდენობით.

„ძალიან ნელა მოვძრაობდით და ამ მოპირდაპირე მხარემ მანქანას გასდო ცხვირი და სარკე დაზიანდა, მითხრა 200 ლარი გადამიხადეო, ვუთხარი, რომ ის იყო დამნაშავე და წასულიყო, გადამეკიდა, რომ მანქანა გამიკეთეო. მოვიდა პატრული, მთვრალი აღმოჩნდა ეს პირი, 200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, მე კი 250 ლარიანი და მითხრეს ასეთი შავი ისტორია რატომ გაქვთო. ეს კი იმ შემთხვევამ განაპირობა რომელიც 2009 წელს მოხდა, როცა ექსპერტიზამ გამამართლა, მაგრამ ჯარიმა უბრალოდ ჩამომაწერეს მაგრამ ბაზაში არ შეიყვანეს რომ მე დამნაშავე არ ვიყავი. ვკითხე რატომ მიწერთ ამ ჯარიმას-მეთქი, მიპასუხეს რომ კამერამ დაგაფიქსირათ, რომ თქვენ ტყუიხართო, ვთხოვე მჩვენეთ ეს ჩანაწერი-მეთქი და ამის უფლება არ გაქვსო. ეს მონაწილე პირი კი იძახდა პროკურატურის თანამშრომელი ვარო. მაშინ ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მივწერე წერილი, რომ სასამართლოში წარმოედგინათ ვიდეო, რომლის მიხედვითაც ჯარიმა დამიწერეს და მეუბნებოდნენ, რომ დამნაშავე ვიყავი, არავითარი პასუხი არ მომსვლია. 2013 წლის 14 ივნისს მქონდა სასამართლო, ნინო შარაძე იყო მოსამართლე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოუმზადებელი მოვიდა ეს მოსამართლე, საქმის არსი არ იცოდა და გადადო მოსმენა 28 ივნისს. ეგონა რომ გამამტყუნებდა სწრაფად და სხვანაირად ყოფილა საქმეო და ამიტომ გადადო. მოიყვანეს პატრული 28 ივნისს, მან ვერაფერი თქვა დამამტკიცებელი, მაგრამ მოსამართლემ განაჩენში დამიწერა ომიაძემ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. აპრილში მოხდა ეს შემთხვევა, გავუგზავნე 27 ივნისს მოთხოვნა ვიდეო კადრები მოეტანათ სასამართლო პროცესზე და 28 ივნისს მოვიდა პასუხი ვიდეოკადრი განადგურებულიაო. ეს პირი, რომელიც ავარიაში მონაწილეობდა, ვფიქრობ, რომ ვინმე შაკო ნიქაბაძის სახელით სარგებლობდა, ეს შაკო ნიქაბაძე როგორც მახსოვს პროკურორი იყო. მე ვთქვი რომ ამ ჯარიმას არ გადავიხდიდი, რადგან მართალი ვიყავი, ჩემი სიმართლის დამტკიცება მინდა. ერთხელ რომ დამიწერეს 2009 წელს ჯარიმა, იმის შემდეგ 10 ლარიან ჯარიმაზეც 200 და 250 ლარიან ჯარიმებს მიწერენ. საქალაქოდან ჯარიმა წავიდა სააღსრულებლოში. არაფერი არ გამაჩნია, ფაქტობრივად მეგობრები მინახავენ. 250 ლარს დაემატა საურავი და დაახლოებით 1000 ლარამდეა ასული”- ამბობს მოქალაქე.

გიორგი ლომინაძე „ნიუპოსტს“ კიდევ ერთი ფაქტის შესახებ უყვება, რომელიც ამ შემთხვევაში სოლიდური ჯარიმის გამოწერით დასრულდა.

„ერთი ინციდენტი მომივიდა კიდევ, იმდენად მიეწყო ყველაფერი, ჩემს ნერვებზე ძალიან ცუდად იმოქმედა, მეგობრები მანქანას მთხოვნიან და ისე ვმუშაობ ხოლმე, ერთ დღესაც ქალბატონი დუშკაბინას და მეტლახს ყიდულობდა, მანქანა გავაჩერე, რომ მუშებს ჩაეტვირთათ ეს ყველაფერი მანქანაში. პატრული მოვიდა და აქ რატომ გიყენიაო და 200 ლარიანი ჯარიმა დამიწერს, 10 ლარიანის ნაცვლად, ამაზე შელაპარაკება მომივიდა, ხელბორკილები დამადეს, წამიყვანეს სასამართლოში, გამასამართლეს და 400 ლარიანი ჯარიმა კიდევ დამიმატეს და ამას კიდევ 50 ლარი დაამატეს და რაში არ ვიცი. ეს ყველაფერი ერთად რომ შეიკრიბოს 1000 ლარამდე ავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი მივწერე, გთხოვთ მომისმინოთ-მეთქი და პასუხი დამიბრუნეს, ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო. სააღსრულებლო მოვიდა, განვადებით ჩემს მეუღლეს სარეცხის მანქანა ჰქონდა გამოტანილი და ეს და კომპიუტერი უნდა წავიღოთო, მითხრეს. ჩემმა მეუღლემ 250 ლარი მისცა, არ არის საუბარი თანხაზე, შემიძლია რომ გადავიხადო და აქამდეც გადავიხდიდი, უბრალოდ ჩემი სიმართლის დამტკიცება მინდა, იმის დამტკიცება, რომ მართალი ვარ. შემდეგ ბანკიდან მომივიდა ცნობა, რომ მთელი ჩემი ქონება დაყადაღებულია, რა არის და დაყადაღებული არ ვიცი, არაფერი გამაჩნია“- გვიოთხრა მოქალაემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42