NGO-ები მოუწოდებენ პრეზიდენტს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს, არ დანიშნოს რეფერენდუმი
პოლიტიკა - 12:31, 09 Aug, 2016     1393
არასამთავრობო ორგანიზაციები, რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ და მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს სახელმწიფოში, არ დანიშნოს რეფერენდუმი

„ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს კონსტიტუციითგათვალისწინებულ ადამიანის უფლებათა საკითხებზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალური საარჩევნოკომისიის მიერ უკვე გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს კონსტიტუცია (მე-7 მუხლი), როგორც საზოგადოებრივი შეთანხმება, ადგენს სახელმწიფოსა და ხალხის ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციურ პრინციპს. სახელმწიფო ერთი მხრივ ცნობს და მეორე მხრივ ვალდებულია დაიცვას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებები და თავისუფლებები, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებები, ხოლო ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით.

სწორედ სახელმწიფოსა და ხალხის (უმრავლესობის) ადამიანის უფლებებით შეზღუდვის კონსტიტუციური პრინციპის ერთერთი გამოხატულებაა საქართველოს კონსტიტუციის 74- მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესი, რომელიც ცალსახად კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს და რითაც კონსტიტუცია იცავს ინდივიდებს უმრავლესობის ტირანიისაგან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საინიციატივო ჯგუფის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შემდეგი შინაარსის სარეფერენდუმო შეკითხვა წარედგინა: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“.ბუნებრივია, სარეფერენდუმო კითხვის მსგავსი სახით დაყენება პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის მე-16 და 36-ე მუხლებით და პირთა პირად და საოჯახო ურთიერთობებს შეეხება.ხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება არამხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის უფლებებისთვის იქნება ზიანის მომტანი, არამედმნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს და იქცევა საშიშ პრეცედენტად უმრავლესობის ხელშიუმცირესობათა და ადამიანის უფლებების შესაზღუდად.

კონსტიტუცია, როგორც ცოცხალი დოკუმენტი, მოითხოვს მისი დებულებების საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლისა და განვითარების კვალდაკვალ განმარტებას. ხსენებული განმარტების ევოლუციური პრინციპი, რომელიც ზოგადად დამახასიათებელია ადამიანის უფლებათა სამართლისათვის, ადამიანისუფლებათა კონცეფციების განმარტებას მოითხოვს არა ისე, როგორც ის კონსტიტუციის შემუშავების დროს ან თუნდაც რამდენიმე წლის წინ მიიჩნეოდა, არამედ დღევანდელი ცნობიერებისა და განვითარების გათვალისწინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასეთ მიდგომას იყენებს კონსტიტუციის დებულებათა განმარტებისას და მას ცოცხალ დოკუმენტად აქცევს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია თანასწორობის უფლების, ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების და სხვა უფლებათა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დინამიური განვითარება და კონსტიტუციით გარანტირებული დაცული სფეროს ფარგლების უფრო ვრცლად დანახვა. შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებათა საკითხებზე საფრთხის შემცველი იქნება უფლებათა სამომავლო განვითარებისა და კონსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

სამწუხაროა, რომ სარეფერენდუმო ინიციატივა ღიად მხარდაჭერილია ხელისუფლების მიერ. საქართველოს კონსტიტუციაში სამოქალაქო ქორწინების ცნების ცვლილების საკითხის აქტუალიზება ხელოვნურად არაერთხელ მომხდარა. 2016 წლის მარტში საპარლამენტო უმრავლესობამ მიმართა საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტით. ცვლილება მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრას შემდეგი ფორმულირებით: „ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივთანასწორობას“. აღნიშნულ ცვლილებას ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინება გარანტირებული იქნებოდა კონსტიტუციის დონეზე, თუმცა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში ქვორუმის უქონლობის გამოჩავარდა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ისედაც არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობათა სამართლებრივ ფორმატში მოქცევის შესაძლებლობას და ლგბტ თემს პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს დაუყენებია, მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა წინასაარჩევნო პროცესში კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინსტრუმენტალიზაციის და პოპულიზმსა და სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მცდელობაა. მაშინ როცა, ლგბტ თემი შეკრებისა და გამოხატვის ბაზისური თავისუფლებებით ვერსარგებლობს, პოლიტიკური ელიტის მხრიდან ირაციონალურ შიშებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, აფერხებს საზოგადოების პოლიტიკურ და სამოქალაქო განვითარებას. მეტიც, იმ პირობებში, როდესაც ლგბტ თემი მუდმივად აწყდება სტრუქტურულ ძალადობასა და დისკრიმინაციას, რეფერენდუმთანდაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარე საჯარო დისკუსიებში ჰომოფობიური დისკურსის გაძლიერება კიდევ უფრო აზიანებს თემის უფლებრივ მდგომარეობასდა ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობისა და სიძულვილის ზრდის ხელშემწყობ პირობებს ქმნის.

შექმნილ ვითარებაში მიგვაჩნია, რომ რეფერენდუმზე გასატანი საკითხი არ წარმოადგენს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხს, როგორცამას რეფერენდუმის შესახებ ორგანული კანონი ითვალისწინებს და ის არსებითად არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისების გადაფარვას ემსახურება. ამავდროულად, მსგავსი რეფერენდუმი, როგორც პრეცედენტი, რომელიც უმრავლესობის ნების საფუძველზე კონკრეტული ადამიანებისა დაჯგუფების უფლებების ფარგლებს და გარანტიებს ცვლის, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს დემოკრატიული სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანისთვის,რომელსაც სხვა კონტექსტში ასევე შეიძლება შეეხოს უმრავლესობის ტირანია.

ვთვლით, რომ რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდისა და სხვა პარტიების მიერ გამოყენებული არგუმენტი, რომ განსახილველი საკონსტიტუციო ცვლილება პრორუსული პოლიტიკური ძალების მხრიდან ჰიპოთეტური პროვოკაციის შესუსტების ინსტრუმენტია, არსებითად უსაფუძვლოა და ამ გზით ის იმეორებს და აწარმოებს სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც აღნიშნული პრორუსული ჯგუფები ატარებენ. მეტიც, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ლგბტ საკითხების უფლებრივი კატეგორიიდან “მორალისა” და “ტრადიციების” კონტექსტში გადატანა და ამ საკითხებით სპეკულირება წინასაარჩევნო პერიოდში ელექტორატის მობილიზაციისათვის, პირველ რიგში, აძლიერებს სწორედ რუსული პოლიტიკური ელიტის მიერწარმოებულ ანტიდასავლურ ნარატივს.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ზემოხსენებულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ამავდროულად, ამგვარი ნაბიჯი ხელსშეუწყობს ადამიანის უფლებებს, მორალსა და ტრადიციებს შორის ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების კიდევ უფრო გაძლიერებას, ლგბტ თემის მიმართსაზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წახალისებას და საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების კიდევ უფრო მეტადშეზღუდვას, რაც პირდაპირ აისახება დისკრიმინაციულ პრაქტიკებში, ლგბტ ჯგუფისა თუ ჯგუფის ცალკეული წევრების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურძალადობაში. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს სახელმწიფოში, არ დანიშნოს რეფერენდუმი და ამ გზით ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს მშენებლობას.“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მედიის განვითარების ფონდი (MDF) საქართველოს რეფორმების ასოციაცია ( GRASS ) არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” , ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ლგბტ საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), კავშირი “საფარი” საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42