პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ონის რაიონში მესაქონლეობის ფერმა დაათვალიერა
პოლიტიკა - 11:16, 09 Aug, 2016     4077

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ΙΙ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარე ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველო“ მესაქონლეობის ფერმაში იმყოფებოდა.

ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ხელშეწყობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებში აშენდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით მაღალპროდუქტიული შვიცისა და სიმენტალის ჯიშებით ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება ხორციელდება. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ-მდე აღწევს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი კერვალიშვილმა საქართველოს პატრიარქს რეგიონში მესაქონლეობის თანამდროვე ფერმების მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ათვისების მზარდ ტენდენციას და მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე გაამხვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისებაა.

„ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ ადგილობრივი მოსახლეობა დალოცა, გაწეული საქმიანობისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ქართულ-შვეიცარიული კომპანიის ხელმძღვანელს ჯვრები უსახსოვრა და წარმატებები უსურვა.

ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი კომპანია რეგიონში მესაქონლეობის დარგის წახალისების მნიშვნელოვანი პროექტია. კომპანიამ „ბლაუენშტაინ საქართველო“ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს. კომპანიაში კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42