“დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა“- ქალაქ ოზურგეთის მერი
პოლიტიკა - 19:05, 08 Aug, 2016     1709

დღეს რუსეთ-საქართველოს ომიდან 8 წელი გავიდა. აგვისტოს ომში ქალაქ ოზურგეთის მკვიდრები - ზაურ თენიეშვილი და თამაზ ნიკიტინი გმირულად დაიღუპნენ.

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების საფლავები მოინახულეს და პატივი მიაგეს.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

“დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. 8 აგვისტოს საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი ვაჟკაცები დაკარგა. აუნაზღაურებელია ის დანაკლისი, რომელიც ერმა 2008 წელს განიცადა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ჩემს ქვეყანას მშვიდობიან მომავალს ვუსურვებ.“ - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან დაღუპულთა ოჯახებს 300-300 ლარი გადაეცათ, აქედან 200 ლარი ქალაქის მერმა სარეზერვო ფონდიდან გამოყო. გმირულად დაღუპულთა ოჯახებმა ქალაქის მერიისგან, ასევე, ფასიანი საჩუქრები მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42