ტრისტან წითელაშვილი ირწმუნება, რომ ის საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა. როგორც წითელაშვილმა მედიას უთხრა, ეს იყო სასათბურე მეურნეობის ერთ-ერთი სამმართველოს შენობა-ნაგებობები, რომრლიც თელეთის მთაზე მდებარეობს.
“ტერიტორიაზე, რომელზეც მე ვიმყოფებოდი, საერთოდ ფაქტიურად თავის დროზე, თავდაცვის სამინსიტროს ბალანსზეც არ იყო, რადგან ეს იყო სამოქალაქო ობიექტი. ეს იყო სასათბურე მეურნეობის ერთ-ერთი სამმართველოს შენობა-ნაგებობები, თელეთის მთაზე და აბსოლუტურად ხიდაშელი ვერ ერკვევა მის უწყებაში რომელი ობიექტი იყო საიდუმლო და რომელი არა. იმ ობიექტს არსებობიდან რაიმე საიდუმლო სტატუსი არ გააჩნდა და არ გააჩნია. ახლა უკვე მიტოვებულიც არის და მეტიც, ნადგურდება პატრონიც არავინ არ ჰყავს,“ - აღნიშნა წითელაშვილმა.
საიდუმლო ბაზების სკანდალთან დაკავშირებით თინა ხიდაშელი კატეგორიულად არ ეთანხმება ლევან იზორიასა და მინდია ჯანელიძის განცხადებებს და აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი არ იყო სარეჟიმო წესის დარღვევა.
მისი თქმით, აღნიშნულ ბაზა, იმ დროსითვის როცა იქ წითელაშვილი იმყოფებოდა საიდუმლო სტატუსით სარგებლობდა.
მასალის გამოყენების პირობები






