„პრეზიდენტი შეხვდება საინიციატივო ჯგუფის წევრებს და, ბუნებრივია, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში, პრეზიდენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტოს დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს კონსტიტუციაში შესწორების შეტანის საკითხზე, რომელიც ქორწინების დეფინიციის კონსტიტუციით განსაზღვრას გულისხმობს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტ მარგველაშვილს ამ საკითხზე რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა 1 აგვისტოს გადაუგზავნა, რომელსაც თან ერთვის ცესკო-ს დასკვნაც.
სარეფერენდუმო კითხვა რომელიც ცესკოში სანდრო ბრეგაძემ, სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ მიმდინარე წლის 13 მაისს შეიტანეს. შემდეგი ფორმულირებისაა "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“. საინიციატივო ჯგუფმა კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმოწერებიც წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები






