იუნა შაფათავა სოციალური ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც აღწერს თუ რას ნიშნავს იყო სექსუალური ქალი, და რომ სექსუალურობა ჩაცმის სტილით სულაც არ განისაზღვრება.
„when u wanna be sexy and u r not because გაგკიცხავენ! არ მეგონა ხალხის აზრზე თუ იყო სექსუალურ ქალად ყოფნა დამოკიდებული. სექსუალურობა ეს ჩაცმის სტილი არაა... ეს არის ქალი, მისი ჟესტები, მანერები, სიარული, საუბარი, ხმა, სიცილი, სახის გამომეტყველება, შარმი, ინტელექტი, სულელობა, სურვილები, ღიმილი, თმა, კანი, სურნელი... ეს არის ის, რასაც ვერ შეიძენ... ვერ ჩაიცმევ, ვერ მოირგებ, თუ შენი არაა... ის ჩანს, ის ყვირის, ის გადმოდის ნაპირებიდან, ყველაზე ბნელ სივრცეშიც კი... ის იმალება ტუჩების მოძრაობაში და გამოხედვაში... ხელის მოქნევაში და მხრის აჩაჩვაში... კაბით დაფარული მუხლების და მკერდის,სიარულისას ჰაერთან შეხებაში და სხვებში უნებლიედ გაჩენილ სურვილში, რომელიც მიგყვება შლეიფად.....
ბედნიერ და ამ უხილავი ნიჭით სავსე კვირას ვუსურვებ ყველას!“ - წერს იუნა შაფათავა ფეისბუკის პირად გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






