„სიბინძურეს მიაქვს იქაურობა“ - რას წერს ურეკიდან „გამოქცეული“ ცნობილი მომღერალი
სოც.მედია - 13:24, 08 Aug, 2016     56837
„გუშინ დავბრუნდი ურეკიდან, სამი დღე ვიყავი და მეტი ვეღარ გავძელი“ - წერს მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი და სოციალურ ქსელში ურეკის იმ პრობლემატურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც უხვია და სახელმწიფოს სასწრაფოდ ზომების მიღებას ურჩევს.

ნანა ქავთარაშვილი: „ასეთი ძვირფასი ადგილი, სამკურნალო ქვიშები მსოფლიოს შეშურდებოდა და მოვლითაც მაქსიმალურად მიხედავდა. სიბინძურეს მიაქვს იქაურობა.... ქვიშაში ყველაფერს იპოვის კაცი დაწყებული ბანანის ქერქებიდან, სიმინდის ტაროები, მოწეული სიგარეტები (ბიჩოკები) პარკები, ქაღალდები, ბოთლები, ფეხში ხან რა შეგერჭობოდა და ხან რა....სასტუმროს ღირებულება ევროპისას არ ჩამოუვარდებოდა და სისუფთავეზე კი არავინ ზრუნავს!

საღამოს ფეხით ვერსად ვერ გაისეირნებ, მანქანის გზაა ერთი და იმ გზაზე გადადის და გადმოდის ხალხი. ფაქტიურად ტროტუარი არ არსებობს, მტვერია ყველგან და მანქანების გამონაბოლი. ყველაზე მეტად თვალში ის მომხვდა, რომ ქართული წარწერა ვერსად ვერ ვნახე...რუსულად წერია ყველგან! ბანკომატი ერთია მთელს ურეკში!

სადმე, რომ შეხვიდე რესტორანში სასადილოდ, ან კაფეში ცივი წვენის მისართმევად ბარათით ვერსად ვერ გადაიხდი, აუცილებლად თანხა უნდა გედოს ჯიბეში. (რომელი საუკუნეა).? სიმწვანე გაჩეხილია სასტუმოების მშენებლობის გამო. ყოველ ორ მეტრში ახალი სასტუმრო შენდება...

სამწუხარო რეალობაა და აუცილებლად უნდა მიხედვა ამ მნიშვნელოვან ადგილს! იმედია სახელმწიფო დროულად მიიღებს ზომებს“....





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42