ლენტეხის მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პოლიტიკა - 13:24, 08 Aug, 2016     587

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდებისა და შიდა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 943 000 ლარია.

სამუშაოები, პარალელურად, რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს: რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ტვიბის (მდ. მუხურაზე მდებარე), სოფელ ჭელეშისა და სოფელ დურაშის საავტომობილო ხიდებს. ახალი ხიდი აშენდება სოფელ მამი-ედიყის მიმართულებით. ასევე, ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს დაბა ლენტეხში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 1700 მოსახლე ცხოვრობს. რამდენიმე ათეული წლის წინ აშენებულ, მწყობრიდან გამოსულ ხიდებს, დღემდე, სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უამრავ პრობლემას უქმნიდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან და რაიონულ ცენტრთან დაკავშირება, რაც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. პროექტის ფარგლებში, 50-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42