ქვეყანას არა ომით,არამედ მშვიდობით გავაძლიერებთ და გავაერთიანებთ- ირაკლი ალასანია
პოლიტიკა - 12:40, 08 Aug, 2016     1294
„დღეს მთელი საქართველო მივაგებთ პატივს იმ გმირებს, რომლებმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და განსაკუთრებით მათ, ვინც 2008 წელს გმირულად გაწირა თავი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ წევრებთან ერთად პატივი მიაგო. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ჩვენი სახელმწიფოსა და თითოეული ჩვენგანის ვალია მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ამ გმირების ოჯახებს.

„ჩვენი ვალია თანამედროვე ტექნიკა და აღჭურვილობა შევუძინოთ ჩვენს ჯარს, იმისათვის რომ საჰაერო სივრცე იყოს დაცული, რადგან თუკი ვინმე კიდევ თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას, დაიცვათ ჩვენი სამშობლო ყველა შესაძლებლობით. ჩვენ გვახსოვს, 2008 წელს რა აკლდა ჩვენს ჯარს და მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა შესაბამისი შეიარაღება, ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ. ამიტომ, მომავალში ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ჯარი არ იყოს მოუმზადებელი და გვქონდეს შესაბამისი ტექნიკა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის გაერთიანება და გაძლიერება არა ომით, არამედ მშვიდობით არის შესაძლებელი, მაგრამ თუ გვინდა მშვიდობა, ნებიმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ბრძოლისთვის.

„გამოძიება, რომელსაც აწარმოებს ამ ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სასამართლო, დარწმუნებული ვარ, რომ დადებს იმ შედეგს, რომელიც ისედაც ყველამ ვიცით. ვიცით, რომ ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და საქართველო ამ დაპირისპირებაში მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ ეჭვი არასდროს არ უნდა შევიტანით ჩვენს სიმართლეში, ჩვენ ვართ მართლები ღვთისა და ქვეყნის წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე. მე დარწმუნებული ვარ, სიმართლეს დაადგენს ყველა საერთაშორისო სამართალი, მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან. ამას კი სჭირდება საერთო დიპლომატია, საერთო მომავლის დანახვა და ისეთი სტაბილური პოლიტიკუტი კლიმატი საქართველოში, რომელიც აგვაშენებინებს ერთ მთლიან სახელმწიფო. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში და ჩვენი ქვეყნის მომავალში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42