გიორგი მღებრიშვილი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა
პოლიტიკა - 12:35, 08 Aug, 2016     1391

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული შს სამინისტროს 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

შეხვედრის დაწყებამდე, გიორგი მღებრიშვილმა და შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებმა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული შს სამინისტროს თანამშრომლების მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.

შს მინისტრმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს მიმართა: „2008 წლის აგვისტოს ომს შს სამინისტროს გმირი თანამშრომლების სიცოცხლე შეეწირა. საამაყო და დასაფასებელია თითოეული დაღუპული მებრძოლის ღვაწლი. სწორედ მათ მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები. ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ მარადიულ ხსოვნას და ზურგს გავუმაგრებთ მათ ოჯახებს. თქვენ ეს იცით და გრძნობთ... და ეს ყოველთვის ასე იქნება!.. ვუყურებ ჩვენი გმირების შვილებს და არ მტოვებს განცდა იმისა, რომ ისინი ჩვენი ბიჭების მომავალია, ჩვენი საამაყო შთამომავლობა, რომლებიც ღირსეულად ატარებენ გმირი მამის შვილის საპატიო სახელს. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. იცოდეთ, ყველა პოლიციელი თქვენი და თქვენი ოჯახის მეგობარია. თითოეული პოლიციელი თქვენი ოჯახის წევრია. ყველაფერს გავაკეთებთ, მცირედით მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ის ტკივილი და ტვირთი, რაც თქვენს ოჯახებს ამ გმირების წასვლის შემდეგ დააწვა. ეს ბავშვები ჩვენი შვილები არიან“.

შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის, გია რომელაშვილის იუბილარ შვილებს - 14 წლის თამარს და 25 წლის მარიამს დაბადების დღე მიულოცა, აგვისტოს ომში დაღუპული ყველა თანამშრომლის ოჯახის წევრებს კი ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42