"რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა"-გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 11:41, 08 Aug, 2016     1887
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.
პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "რუსეთს მუდმივად ექნება გასაცემი პასუხი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღდეგ".
”ჩვენ აქ ყოველ წელს მოვდივართ იმიტომ, რომ პატივი მივაგოთ გმირებს, ვინც სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩევნი ქვეყანა როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად იმიტომ, რომ მათი გმირობა ჩვენ დღესაც წელში გვმართავს და მომავლის იმედს გვაძლევს. ერთი არის რეალობა, რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა. ეს შავი ლაქა - ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოსდა დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება"- აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქრთველოს ტერირიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ეს არ მოხდება ომის გზით.

"ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ. რანაირად შეიძლება ბირთვულმა სახელმწიფომ აიღოს და თავის მეზობელ ერს ასეთი ტკივილი და ტრაგედია მიაყენოს და ამის მერე შექმნას და ვითომ აღიაროს რაღაც სახელმწიფოები. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ საქართველოს მთლიანობას და ნამდვილად გავაერთიანებთ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42