8 წელი აგვისტოს ომიდან - "ეს გარდაუვალი იყო"- ესპერტების შეფასებები
პოლიტიკა - 10:47, 08 Aug, 2016     2625
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747. თითქმის 150 000-მა ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო.
რუსეთის ინტერვენციიდან 8 წლის თავზე ექსპერტები კვლავ თვლიან, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მიზანი არა მხოლოდ ტერიტორიების დაკავება, არამედ მისთვის მისაღები რეჟიმის საქართველოში დასამყარებლად ხელშეწყობა იყო.
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს უკან დახევა საერთაშორისო ზეწოლითაა შესაძლებელი.

“ეს იყო პირდაპირი ღია და დაუფარავი აგრესია, რომლის საბოლოო ამოცანა როგორც ჩანს იყო თბილისის აღება და აქ მყოფი ხელისუფლების დამხობა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაცია მოხერხდა, შეერთებული შტატების მკაცრი ჩარევის შედეგად, მთლიანი დიდი გეგმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბოლომდე გაუქმებისა, მან ვერ მოახერხა, - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის საგარეო მდივნის მამუკა კუდავას თქმით, რუსეთის შეჩერება მოხერხდა ევროკავშირის დახმარებით.

“რუსების შეჩერება არ მოხერხდებოდა არანაირად, რომ არა ეს ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც განახორციელა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა,“ - აღნიშნა კუდავამ.

ნოდარ ხარშილაძის განცხადებით კი რუსეთის მიზანი იყო დამოუკიდებელი პოლიტიკი მქონე საქართველოს დასჯა.

"რუსეთის მიზანი არ იყო მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაცია, ეს ტერიტორიები მას ისედაც ოკუპირებული ჰქონდა. მისი მიზანი იყო საქართველოში მეგობრული რეჟიმის დასმა, რაც იმ მომენტში ვერ მოახერხა, მაგრამ გააკეთა 4 წლის შემდეგ, როცა ფულის ინვესტიციებით რუსი ბიზნესმენი ჩამოიტვანა საქართველოში"- აღნიშნა ხარშილაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42