"ქართული სახელმწიფო საარჩევნო ყუთებთან ეტყვის არას ოკუპაციას"- თინათინ ხიდაშელი
პოლიტიკა - 10:06, 08 Aug, 2016     1312
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლისთავს ეხმაურება. ხიდაშელის თქმით მომავალი საპარლამენტო არჩევნები 8 აგვისტპს გამოძახილი უნდა იყოს და საქართველოს მოქალაქეებმა საბოლოო უარი უნდა უთხრან რუსულ პროპაგანდას და საბჭოთა ნოსტალგიას.

„2008 წლის 8 აგვისტოს გამოძახილი უნდა იყოს 2016 წლის 8 ოქტომბერი. ერთად, ერთ მუშტად, ერთიან ორგანიზმად ქცეული ქართული სახელმწიფო, რომელიც სწორედ საარჩევნო ყუთებთან ეტყვის არას ოკუპაციას, რუსულ პროპაგანდას, აქა იქ გამოჩენილ საბჭოთა ნოსტალგიას, რუსულ ტანკებს და 37 მანეთიან ბილეთს მოსკოვში.

აგვისტოს ომის წლისთავზე, 8 წლის შემდეგ, ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მრავლობითი დანაშაულისთვის კვლავაც არავინ დასჯილა.

ჩემთვის, როგორც

-- დედისთვის, ვისთვისაც მშვიდობა ერთადერთი გარანტიაა მისი და სხვისი შვილების უსაფრთხო და ბედნიერი მომავლის უზრუნველსაყოფად;

-- სამოქალაქო აქტივისთვის, ვინც ჯერ კიდევ 2009 წელს თავიდან ბოლომდე, ეთნოწმენდიდან მკვლელობამდე, ყოველი სახლის გადაწვიდან მოსახლეობის მასობრივ დევნამდე, შევისწავლე აგვისტოს ომი;

-- საქართველოს მოქალაქისთვის, ვისაც არავითარი ორჭოფული აზრები არ აქვს, ამ ომში ჯალათის და მსხვერპლის იდენტიფიცირებისთვის;

-- პოლიტიკოსისთვის, ვინც მთელი მისი კარიერის მანძილზე თავდაუზოგავად შრომობს საქართველოს ნატოში, შესაბამისად უსაფრთხოების ერთადერთ ხელშესახებ, ძლიერ ალიანსში წევრობისთვის;

-- ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის, ვისი მთავარი მისიაც სწორედ მშვიდობისთვის ბრძოლა, მშვიდობის უზრუნველყოფა და ძლიერი, პროფესიული, უნარიანი შეიარაღებული ძალებია;

ქვეყნის დეოკუპაცია და 2008 წელს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო პასუხისმგებელ პირთა დასჯა, კვლავაც მთავარ ამოცანად რჩება.

2009 წელს დავწერე:

"საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე ტერიტორიით და მცირე მოსახლეობით, შიდა ქართლი კი დედამიწის კიდევ უფრო პატარა წერტილი. თუკი ტრაგედია და დანაშაულის სიმძიმე მსხვერპლის რაოდენობით იზომება, ჩვენი ტრაგედიის მასშტაბი, რაოდენ სასტიკიც უნდა ყოფილიყო, ვერ გაუტოლდება გენოციდს რუანდაში, ეთნიკურ წმენდას ყოფილ იუგოსლავიაში, დარფურისა და კამბოჯის ტრაგედიებს. მაგრამ ტერიტორიისა და მოსახლეობის სიმცირით შეუძლებელი და უსამართლოა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ლეგიტიმაცია.“- წერს თინათინ ხიდაშელი

თუ დანაშაული ჩადენილია, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, დანაშაულის ხასიათის და არა მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით. საერთაშორისო სამართალი და დემოკრატიული დაცვის მექანიზმები თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა სიდიდის ან გავლენისაა სახელმწიფო, ან რამდენი დღე გრძელდებოდა ომი.

მსოფლიო წესრიგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ორმაგი სტანდარტით მოქმედება კაცობრიობას საბოლოოდ გაცილებით მძიმე შედეგებამდე მიიყვანს, ვიდრე ათიათასობით უფლებააყრილი ქართველი დევნილისათვის საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და უფლებების აღდგენის შესაძლებლობის წართმევაა."

სამწუხაროდ, მას შემდეგ უკრაინა მოხდა და პასუხი დღემდე გაცემული არ არის.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42