გურამ შეროზია:
- წერ მეილს, პასუხად ზარი.
- წერ სმს-ს და პასუხად ზარი...
- უხსნი თავაზიანად, რომ არ გცალია სასაუბროდ და მეილზევე გიპასუხოს, ოკ და შემდგომ მეილზე მაინც ზარი. (მეილი მინიშნებაა, რომ არ მაქვს დასარეკი და ისევ ჩემ მიმართ პატივისცემის ნიშნად მირეკავენ?)
ან კიდევ უარესი, ზარი ტექსტით: მეილი/სმს მოგწერე და ნახეეე??? რომ მენახა ხომ გიპასუხებდი შე კარგო ადამიანო :/
არა და რა კომფორტულია, გახსნი აუთლუქს და მომენტალურად, მთელი ისტორია გაქვს, რაზე ისაუბრეთ, რაზე შეთანხმდით, არაფრის ჩაწერა რა დაზუთხვა არ გიწევს... ფოტოსაც მიაბამ, კონტრაქტსაც, ა.შ.
იქნებ ვინმეს გქონდეთ ახსნა, ამ - ჩემთვის ამოუხსნელი დარეკვების ფენომენის? (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მეილზე პასუხს ვაგვიანებთ და საქმე გადაუდებელია და/ან ბევრია ასახსნელი და ზარით უფრო მარტივად გვარდება?)
და კიდევ, არასამუშაო საათებში/დღეებში, გადადებად საქმეებზე - არათანამშრომელი პირების ზარები - ყველაზე დიდი უტაქტობა.
მასალის გამოყენების პირობები






