რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 8 წელი გავიდა. 7 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჩვეულებრივი მოქალაქეები და პოლიტიკოსები იმყოფებოდენ, რომელთაც პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს.
მუხათგვერდში იმყოფებოდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ენმ-ს ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას, რომელიც ასეთ გმირებს ზრდის მტერი ვერ მოერევა.
"ეს არის მუდმივი გახსენება იმის, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას და რამდენი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს თავისუფლება მისი, უსაფრთხოება და სუვერენიტეტი აღარასოდეს აღარ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ,“ - განაცხადა ბაქრაძემ.
დღესვე დაგეგმილია ტრადიციული ყაყაჩოების აქცია, მოგვიანებით მოეწყობა რუსული აგრესიის დროს დაღუპული გმირების შვილების ნახატების გამოფენა.
მასალის გამოყენების პირობები






