გიორგი მარგველაშვილი: "გვქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიგვეღო ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში"
პოლიტიკა - 10:56, 07 Aug, 2016     2726

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ბრაზილიაში ვიზიტი დაასრულეს. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრნენ. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ბრაზილიაში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. შეხვედრების მთავარი თემა არაღიარებისპოლიტიკის მხარდაჭერის მოპოვება იყო.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოლიმპიურ სოფელსაც ესტუმრა და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე წარმატება უსურვა. საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს სხვადასხვა სპორტის სახეობაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენებს უგულშემატკივრა.

"ბრაზილიაში, რიოში ჩვენ გვქონდა ბედნიერება ვმდგარიყავით ჩვენს რჩეულ ათლეტებთან ერთად, მონაწილეობა მიგვეღო ოლიმპიური თამაშების დასაწყისში. იმ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში, სადაც ყველა ერი თავის რჩეულ წარმომადგენელს აგზავნის. ჩვენ ასევე მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშავა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან, ჩვენი მუშაობის ძირითადი აქცენი იყო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი არაღიარების პოლიტიკისა და დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების რეზოლუციის მხარდამჭერი შეხვედრების გამართვა."- განაცხადა ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს დაბრუნდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42