მესამე ბრიგადა 24 წლისაა
პოლიტიკა - 16:03, 06 Aug, 2016     1095
ქუთაისში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24-ე წლისთავი აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე და ბრიგადის პირად შემადგენლობასთან შეხვედრამდე ვახტანგ კაპანაძემ მინისტრს აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში შემავალი ბრიგადებისა და ბატალიონების მეთაურები გააცნო. მინისტრმა ბაზაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ცერემონიალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის უკვდავსაყოფად წუთიერი დუმილით დაიწყო. მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა, მე-3 ბრიგადის მეთაურმა როლანდ კიკნაველიძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.

იუბილეზე დამსწრე საზოგადოებას მესამე ბრიგადის ისტორია მოკლედ გააცნეს. ითქვა, რომ ქვედანაყოფი ამ სახელით 2004 წლის დეკემბრიდან არსებობს, იქამდე კი ის 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახელს ატარებდა. არსებობის განმავლობაში მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებს მონაწილეობა აქვთ მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა მსხვილ სამხედრო კონფლიქტში. ბრიგადა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც, მათ შორის 2006/2007 წლებში კოსოვოში, 2006/2008-ში ერაყში, 2010 წლიდან დღემდე კი ავღანეთში, ჯერ ISAF-ის, 2015 წლის იანვრიდან კი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალი. ოთხ სამხედროს საჩუქრად სამსახურებრივი-საშტატო იარაღი გადაეცა, მათ შორის ბრიგადის მეთაურს. ამას გარდა ჯარისკაცები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ, გამოეცხადათ მადლობა. ცერემონიალის თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ღონისძიებაზე დამსწრე ჯარისკაცების შვილებთან ერთად საზეიმო ტორტის დაჭრით დაასრულეს.

„მესამე ქვეით ბრიგადას ვულოცავ 24 წლის იუბილეს. ეს არის განსაკუთრებული ბრიგადა, რომელმაც ოქროს ასოებით ჩაწერა უკვე თავისი სახელი საქართველოს ისტორიაში. ამ ბრიგადიდან ყველაზე დიდი მსხვერპლია საერთაშორისო მისიებში, პირველი მსხვერპლი სწორედ ამ ბრიგადიდან არის. ასე რომ, ისინი გვაძლევენ ჩვენ მაგალითს, თუ როგორ უნდა ემსახური საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს და ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ ამ მაგალითით ვიცხოვროთ მომავალში. ამისთვის დიდი მადლობა მათ, მათ ოჯახებს. ერთადერთი გულწრფელი სურვილი მაქვს ის, რომ უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საერთაშორისო მისიები ავღანეთში თუ სხვაგან. ჩვენ სწორედ ამ მისიებით შეგვაქვს დიდი წვლილი გლობალური უსაფრთხოების საქმეში და სწორედ ამ მისიების წარმატებით განხორციელებით, უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების მიღებით, ჩვენ ვართ საერთაშორისოდ აღიარებული პარტნიორი. ამიტომ მათ დიდი მადლობა ამისთვის. იმ მთავარი პოლიტიკური მიზნისთვის რაც ხალხმა ისურვა და რასაც ჰქვია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სწორედ ეს ბიჭები არიან მედროშეები და გამკვლევები,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42