"სამწუხაროდ პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც ბესელია, ანუ უთავმოყვარეოდ"- ნადირაშვილი
პოლიტიკა - 15:59, 06 Aug, 2016     4853
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედია მდივანის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ჩიღვინაძე, რომელიც პრეზიდენტმა სახელმწიფო სამსახურში დაასაქმა, ბურჯანაძის იმ ესკორტი იყო, რომელმაც 26 მაისს ერთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„მაშინ, როცა ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს და ხალხი გააღარიბეს, ივანიშვილი და ერთ დროს მისი რჩეული მარგველაშვილი ქვეყნის მუქ ტრადიციებში მართვას აგრძელებენ.

გამოძიბით დადგენილია, რომ ჩიღვინაძე ბურჯანაძის იმ ესკორტის წევრი იყო, რომელიც 26 მაისს პოლიციელების კორდონს დაეჯახა და ერთ-ერთის სიცოცხლე იმსხვერპლა. დასჯის ნაცვლად კი, მთავრობამ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადა და ახლა პრეზიდენტმა სახელმწიფო სამსახურში აიყვანა.

ეს ნიშნავს, რომ მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიაყენა ტრამვა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს; ყველა პოლიციელს, ვინც სამშობლოს ემსახურება.

მარგველაშვილმა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გამოავლინა უნებისყოფობა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ, ვინც პოლიციელის მკვლელის სახელმწიფო სამსახურში აყვანა სთხოვა. სამწუხაროდ პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც ბესელია, ანუ უთავმოყვარეოდ.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ყოვლად მიუღებელი მეთოდებით ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, მარგვალაშვილი მაინც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება. სამწუხაროდ პრეზიდენტი თავადაც არ უფრთხილდება ინსტიტუტებს და იმ ფუნდამენტს, რაზეც სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დგას.

8 ოქტომბერს ჩვენ დავასრულებთ ქვეყნის რღვევას და ახალი ენერგიით დავიწყებთ წინსვლას.“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42