ბეშუმში "შუამთობას" აღნიშნავენ- პრემიერის სიტყვით გამოსვლის დროს ინციდენტი მოხდა
პოლიტიკა - 13:26, 06 Aug, 2016     4531
საქართველოს პრემიერ მინისტრი მაღალმთიან აჭარაში სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ ესწრება. ბეშუმში იყოფებიან აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე და მუსლიმი სასულიერო პირები. დღესასწაულთან დაკავშირებით ბეშუმში კულტურული ღონისძიებები იმართება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გიორგი კვირიკაშვილმაც, რომლის გამოსვლის დროს მცირე ინციდენტი მოხდა, სცენასთან მისვლა ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველი ნომერმა ლევან ვარშალომიძემ დააპირა, თუმცა მას ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. მომხდარ ინციდენტზე პრემიერ-მინისტრმა მოკლე კომენტარი გააკეთა და 2012 წლის არჩევნები გაიხსენა.

გიორგი კვირიკაშვილმა ურჩია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, გაიხსენონ 4 წლის წინანდელი ამბები და ის, თუ როგორ დახვდა მაშინდელი ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბეშუმში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს.

"მოგესალმებით აჭარელებო, გამოვთქვამ უდიდეს პატივისცემას თქვენს მიმართ. მინდა, ქედი მოვიხარო მუხამედ ირემაძის, მისი ანსამბლის და ყველა იმ უხუცესის წინაშე, რომლებიც ამ ურთულეს პირობებში აი აქ ქართულ კულტურას და ადათ-წესებს ინარჩუნებენ. დიდი მადლობა ყველას! ვისურვებდი, რომ ეს შემართება, ეს განსაკუთრებული სიყვარული, განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც თქვენ, აჭარლებს გაგაჩნიათ, შენარჩუნებულიყოს, გაძლიერებულიყოს. თქვენ ხართ ჩვენთვის მაგალითის მომცემნი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და გილოცავთ დღევანდელ დღეს, შუამთობას - შრომის, სიყვარულის, ერთობის დღესასწაულს! მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენთვის უდიდესი პრიორიტეტი და მთავარი საზრუნავია მთაში მოსახლეობის დამაგრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ადათ-წესები, რომელიც აქ არის, შენარჩუნდეს, ჩვენს მომავალ თაობას გადაეცეს. მე მახარებს ამდენი ახალგაზრდის ჩართულობა ამ დღესასწაულში, როდესაც მთლიანად მთელი ერი მონაწილეობს ამ უდიდეს დღესასწაულში. მინდა გითხრათ პროექტებზე, რომლებიც არის უმნიშვნელოვანესი ამ რეგიონის გაძლიერებისთვის, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა, ეს არის წყლის რეაბილიტაცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე სრულად დასრულდება და ყველა ოჯახს ექნება აუცილებლად წყლის მომარაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აქ ადამიანებმა იგრძნონ ზრუნვა და ყურადღება ჩვენგან,,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბეშუმს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს და ამ პოტენციალის გამოსაყენებლად მთავრობა ყველაფერს აკეთებს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთის მოსახლეობის ხელშეწყობა და მათი პირობების გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მთის კანონის მიხედვით, პირველი სექტემბრიდან უკვე, პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს ექნებათ სპეციალური დანამატები, ექნებათ განსაკუთრებული დანამატები იმისათვის, რომ მთამ იგრძნოს ყურადღება ხელისუფლებისგან. ტურიზმის განვითარება, ეკოტურიზმის განვითარება, ის რომ აი აქ ყველა ოჯახს, ყველა სასტუმროს ჰქონდეს განსაკუთრებით შემოსავალი და კეთილდღეობა მივიდეს ყველა თქვენთაგანის ოჯახში, არის და იქნება ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტრადიციისამებრ, დღესასწაულის ფარგლებში, შუამთობაზე მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა ახალდაქორწინებულებს. მათ სამახსოვრო საჩუქრები პრემიერისგან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს.

შუამთობის დღესასწაული ფოლკლორული კონცერტით დაიწყო და სპორტული შეჯიბრებებითა და დოღით გაგრძელდა.

სახალხო დღესასწაული "შუამთობა" ტრადიციულად აგვისტოს პირველ კვირაში საზაფხულო იალაღებზე იმართება.


ფოტო - რ2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42