ლევან გიორგაძე: „დღეს მქონდა ტური და მყავდა 14 ტურისტი, რომელებმაც მკითხეს თბილისი უსაფრთხო ქალაქია თუ არა და რაღა თქმა უნდა მე ვუპასუხე კი... შუა ტურის დროს, შუა ქალაქში, ტურისტულ ცენტრალურ უბანში, მეიდანზე, სომხურ ეკლესიასთან, ვიღაც მოძველბიჭო ელემენტმა, რომელიც გინებით და მუქარით მოდიოდა ვიღაცის დასაჭრელად და ჩემ ტურისტებს შორის გაიარა, ძალით გაედო მხარზე და დაუძაბა, თან დანის ქნევა დაუწყო ერთ-ერთ ტურისტს... დაგჭრი ბიჭო უყვირის... მე გავექანე რა თქმა უნდა ჩასარევად მაგრამ იმის ძმაკაცებმა გაათრიეს ის ნაბიჭვარი და აი ვერ აგიწერთ ენით როგორ მინდოდა მომეკლა ეს *ლე...
ეს იყო... არვიცი რა დავარქვა ამ ფაქტს... აი თავი ჩავღუნე და დარჩენილი ტური სულ ბოდიშების მოხდაში გავატარე... ძალიან მრცხვენია ხალხნო ძალიან... არვიცი ახლა ის ტურისტი რას ფიქრობს... და პატრული სადააა ამ დროს ქალაქის ცენტრში რომ ასეთი ამბავი ხდებააა? იმედი მაქვს დაგვიანებით მაგრამ ზომებს მაინც მიიღებდნენ...
მოკლედ იმედია დღეს დამაძინებს სირცხვილის გრძნობა“...
მასალის გამოყენების პირობები






