უმრავლესობის დეპუტატების თქმით , რუსთავი2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე მაია კოპალეიშვილის აცილების საკითხი უნდა დადგეს, მიზეზად კი ნიკა გვარამიასა და მაია კოპალეიშვილს შორის ნათესაური კავშირი დასახელდა, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა. რ2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ მაია კოპალეიშვილი ნამდვილად არის მისი შვილის ქეთევან გვარამიას ნათლია, თუმცა ეს არ შეიძლება გახდეს აცილების მიზეზი, რადგან თავად არ წარმოადგენს პროცესის მონაწილეს ან მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოში მხარეს წარმოადგენს ტელეკომპანია „საქართველო“. ნიკა გვარამიას თქმით მან სწორედ იმიტომ აარიდა თავი სასამართლო პროცესზე მხარედ ყოფნას, რომ საკონსტიტუციოს სხვა მოსამართლეებთანაც ჰქონდა კავშირები. მისი თქმით, ეს განცხადებები არაკვალიფიციურია, სამართალთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს
„ხელისუფლებისგან, რომლის დაქირავებული მოსამართლე ამბობს, რომ დედა ოჯახის წევრი არ არის, უხერხული და სასაცილო მოსასმენია, რომ ნათლიაა თურმე ოჯახის წევრი. მაია კოპალეიშვილის გარდა ჩემი მოადგილე იყო ზაზა თავაძე, რომელსაც არ დაუყენეს აცილება. ჩემი ხელქვეუთი იყო და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ნქონდა ბატონ თამაზ ცაბუტაშვილთანაც. ერთად ვმუშაობდით იუსტიციის საბჭოში მე და ოთარ სიჭინავა. გვერდიგვერდ ვისხედით მე და ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი პარლამენტში და საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა , ქალბატონი ქეთევან ერემაძე არის ჩემი კურსელი. თუ ვინესთამ მაქვს ნაკლები შეხება ეს არის ბატონი ვარძელაშვილი, რომლის აცილების საკითხიც დააყენეს, რაც უცნაურია, იმიტომ რომ 10-ჯერ მყავს ნანახი. მისი მეუღლის ფაქტორი იყო მოყვანილი, რომ ჩემი მოადგილე იყო 3 თვე. პაპუაშვილს კი პოლიტიკიდან ვიცნობ. აცილება უნდა დამდგარიყო ტურავასთან მიმართებაში, რადგან ჩემთან ნეგატიური კუთხით არის დაკავშირებული, რადგან სწორედ ჩემი დაწერილი ბრალდების და ქმედებების გამო გადააყენეს ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან.ეს ის მოსამართლე ტურავაა, რომელიც მთელი ამ პროცესის დირიჟორობას ახდენს, გაჭიანურება პერსონალურად მისი დამსახურებაა... ქალბატონ ბესელიასა და ტურავას ურთიერთობა, ჩვენ მიერ გაგონილი სატელეფონო ზარი საკმარისი იყო, რომ ის საერთოდ არ ყოფილიყო პროცესის მონაწილე“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






