იძულებითი ,,სელფი“ ძროხებთან - ჭიათურის გამგეობა განმარტებას აკეთებს
პოლიტიკა - 15:37, 05 Aug, 2016     5895
ჭიათურის სოფელში გამგეობის მხრიდან მოსახლეობისთვის ცხოველებთნ იძულებითი სელფების გადაღებასთან დაკავშირებით გავრელებულ ინფორმაციას ეხმაურება ჭუათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და განმარტებას აკეთებს. როგორც განმარტებაშია აღნიშნული, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული გამგებლის წარმომადგენლის მიერ.

,,ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანში გადაღებულ სიუჟეტს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა შემდეგ განმარტებას აკეთებს:

მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, სავალდებულოდ მოითხოვს შინაურ ცხოველებთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათებს, სინამდვილეს არ შეესაბამება. ასეთი ფოტომასალის წარმოდგენას არ ითვალისწინებს არცერთი სამართლებრივი აქტი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჰქონია ადგილი მსგავს მოთხოვნას.

სამწუხაროდ, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული კონკრეტული საჯარო მოხელის - გამგებლის წარმომადგენლის მიერ.

აღნიშნულ ფაქტზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეაგირებას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სოფელ ქვედა ჭალოვანში და ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დანარჩენ 14 სოფელში.

ბოდიშს ვუხდით სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მაღალმთიანი დასახლებებისთვის კანონით გათვალისწინებული სიკეთეების განხორციელებას ხელი არ შეეშლება“ - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში ერთ-ერთ პრობლემად დოკუმენტაციის ჩამონათვალი დაასახელეს, რაც მოსახლეობას იმის დასადასტურებლად სჭირდება, რომ მართლაც ცხოვრობს და აქვს მეურნეობა სოფელში, რომელსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა. დოკუმენტაციის ჩამონათვალში აღმოჩნდა სელფი ძროხებთამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42