„ქუჩის ბავშვები“_ის პრობლემა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად .ორგანიზაციის წევრების ინფორმაციით, ქვეყანაში ამ მიმართულებით არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, არაოფიციალური ინფორმაციით კი მიუსაფარ და ეგრეთწოდებულ „ ქუჩის ბავშვთა“ რაოდენობა 4000 -ს ცდება.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან მხოლოდ 634 ქუჩაში მცხოვრებ ან მომუშავე ბაშვთან დამყარდა კონტაქტი, საიდანაც მხოლოდ 50 ბავშვი ჩაერთო სახელმწიფო მზრუნველობის პროგრამაში.
„სამწუხარო ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა კვლევა და დღეს ფაქტობრივად არ ასრსებობს ოფიციალური მონაცემი,რომელიც რეალურ სურათს გვაჩვენებდა თუ რამდგომარეობაა ქვეყანაში. არაოფიციალური მონაცემებით, (სხვადასხვ არასამთავრობო უწყებების ინფორმაციით) ქვყანაში რამდენიმე ათასს სცდება მიუსაფარი და ქუჩაში მომუშავე ბავშვთა რაოდენობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტომ, მხოლოდ 634 ბავშვთან მოახერხა კონტაქტის დამყარება,რომლითაც მხოლოდ 50_ის ჩართვა მოხერხდა სახელმწიფო მზრუნველობის პროგრამაში.ეს არის არადამაკმაყოფილებელი ციფრები,რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანაში.” - განაცხადა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორაგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი თაქთაქიშვილმა.
ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ და აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით კონკრეტული ინიციატივებით გამოდიან
·მოხდეს მობილური ჯგუფების მუშაობის გაძლიერება და სამუშაო საათების გაზრდა. დღეს ქუჩის ბავშვებთან მომუშავე მობილური ჯგუფები მუშაობენ 09:00-დან 18:00 საათამდე. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მორიგეობა საღამოს და ღამის საათებში, როდესაც განსაკუთრებით იზრდება ბავშვების ქუჩაში კონცენტრაცია.
·დაემატოს მობილური ჯგუფები დიდ ქალაქებში, მაგ.: ბათუმში, სადაც ჯგუფების ფუნქციას ძირითადად საპატრულო პოლიცია ითავსებს;
·მოხდეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება ქუჩის ბავშვებთან მუშაობისა და ძალადობის გამოვლენის სპეციფიკაზე.
·ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დაიწყოს მობილური ჯგუფების ქუჩაში პატრულირება და არ მოხდეს რეაგირება მხოლოდ შემოსული ზარების საფუძველზე.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით,2015 წლის მონაცემებით, სამართალ დამცავი უწყებების მხოლოდ 40 თანამშრომელს ჩაუტარდა ტრეინინგი მიუსაფარი ბავშვების მიმართ ჩადენილი დანანშაულის იდენტიფიცირებისა და გამოძიების საკითხებზე, მაშინ როდესაც მობილური ჯგუფები მხოლოდ თბილისში მუშაობენ,რეგიონებში ამ ფუნქციის შესრულება საპატრულო პოლიცია უწევს,რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.
„ასევე უნდა აღინიშნოს რომ დღეს,სოციალური მომსახურების სააგენტში სულ რაღაც 240 სოც მუშაკი მუშაობსს რომელთა ამ საკითხებთან ერთად 25 მიმართულებაზე უწევთ მუშაობა.არადა ევროპული სტანდარტით ქვეყანაში მოსახეობის რაოდენობისთ მინიმუმ 2 ჯერ უნდა გაიზარდოს სოციალური აგენტების მუშაობა რომ მათ მუშაობას ჰქონდეს აზრი და მოხდეს ამ პრობლემების ეტაპობრივად გამოსწორება.“ - განაცხადა „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორაგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი თაქთაქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






