„ნუ იზამთ ამ ყველაფერს“ - გიორგი ქისტაურის მიმართვა თანატოლებს
სოც.მედია - 13:45, 05 Aug, 2016     10234
„მინდა რაღაც მოგიყვეთ“ - წერს სოციალურ ქსელში ყველასთვის ცნობილი და პოპულარული ახალგაზრდა „შოუმენი“ გიორგი ქისტაური და იმ „სენზე“ ჰყვება, რომლითაც დღეს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები არიან „დაავადებულნი“.

გიორგი ქისტაური: ერთი წელია რაც საქართველოში ჩამოვედი (შარშან , აგვისტოში) , ძალიან მომწონს აქაურობა , მეგობრების წრე , გარემოება , ხალხი , გართობა და ასე შემდეგ , ერთ დღეს , 11 ოქტომბერს , ვიყავი მეგობრებთან ერთად , ერთ-ერთი მათგანი იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს (კაიფის მიზნით) , ზოგადად ძალიან ამყოლი ვარ მსგავს რაღაცეებში და მომინდა მეც გამესინჯა , ამ დღემდე ყოველთვის ძალიან ცუდად ვუყურებდი და ვფიქრობდი იმ ადამიანებზე , ვინც ასეთი სახის აბებს იღებდენ , დავლიე 2 ტაბლეტი ციკლადონი , თავიდან მომეწონა , ვიყავი გაბრუებული , მქონდა ჰალუცინაციები , მეორე დღესვე გამიჩნდა სურვილი ისევ დამელია , დაახლოებით ერთი კივირის მანძილზე მიიღო ამ ჩემმა "კაიფმა" ყოველდღიური სახე , შემდეგ კვირას გავზარდე დოზა და ვსვავდი 10 ტაბლეტს , მეგონა რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყო , ალკოჰოლსაც შევეშვი და მეგონა რომ ეს კარგი იყო , ორი კვირა ვსვავდი , მესამე კვირას ავედი 15 ტაბლეტზე , ბევრი რო აღარ გავაგრძერლო , ორი თვის განმავლობაში ვსვი ეს ტაბლეტი და ბოლო , მაქსიმალური დოზა რომელიც თითქმის ერთი თვე გაგრძელდა იყო 20 ტაბლეტი , ანუ 2 შეკვრა , ეს ტაბლეტები ღირდა 2 ლარი , ორი თვის ამ ორი თვის მიწურულზე , ბოლო დღეები , როცა ვსვავდი რაღაცნაირად ცუდად ვხდებოდი , მქონდა გახშირებული გულის რევა , გადამდიოდა სპაზმურ ტოქსიკოზში , მჭირდებოდა სასწრაფო გადასხმა და დახმარება.

ახლა , დღეს როდესაც ვიხსენებ ამ ტაბლეტების ზემოქმედების ქვეშ რა დღეშიც ვიყავი , ძალიან ცუდად ვხდები და გულის რევის სურვილი მიჩნდება , ახლა უკვე ჩემს თავზე , მარუნ ფაივის კონცერტზე ვიყავით ბათუმში მე და ჩემი მეგობრები , იქ მათ დალიეს ძალიან ბევრი ფსიქოტროპული ტაბლეტები (ასევე კაიფის მიზნით) ორი დღე ხუთი ბავშვი ისე დაიკარგა , რომ სახლს ვერ აგდნებდნენ (ციკლადოლს 6 საათზე მეტი უგრძელდება მოქმედება).

ვიცი რომ ძალიან ბევრი ფსიქოტროპული აფტიაქი არსებობს დღეს თბილისში , "ფარმაცეფტი" ურეცეფტოდ გასცემს ნებისმიერი სახის ფსიქოტროპულ ტაბლეტს (ჩემი ერთ-ერთი მეგობარია ნათელი მაგალითი ამისა , რომელსაც მოჰქონდა ჩემი დავალებით ჩემთვის ეს ტაბლეტები , მიდიოდა და უპრობლემოდ აძლევდნენ) , არამხოლოდ თბილისში , ბათუმშიც , ხაშურშიც , ბორჯომშიც , გორშიც , ქუთაისშიც.

არასდროს არავინ არ იღებს ამაზე ხმას , ძალიან კარგი იქნებოდა თუ ეს ყველაფერი გაკონტროლდებოდა.

მე ორი თვის შემდეგ არ მქონდა არანაირი სურვილი ტაბლეტების მიღების მაგრამ ერთხელ ისევ გავსინჯე , უბრალოდ მაინტერესებდა ისევ ცუდად გამხდიდა თუ არა , რათქმაუნდა ისევ ძალიან ცუდად იმოქმედა.

ეს ყველაფერი პირველი ვისაც მოვუყევი , იყო დედაჩემი , ვისი მეშვეობითაც საბოლოოდ!!! შევეშვი ამ ყველაფერს.

ჩემს თანატოლებს მინდა მივმართო , მათ ვინც მსგავს საშინელებებს იღებს , ბავშვებო , მოზარდებო , ძალიან გთხოვთ ! ნუ! ნუ მიიღებთ ამ საწამლავს , ნუ გაინადგურებთ ფსიქიკას , ნერვებს , ჯანმრთელობას , თუ გაქვთ მსგავსი პრობლემა და ხართ ტაბლეტებზე დამოკიდებულნი , დაელაპარაკეთ თქვენს ახლობელ ადამიანს აუცილებლად!!! კითხეთ რჩევა , კითხეთ რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის , რომ შეეშვათ და თავიდაანებოთ.

ძალიან გთხოვთ ნუ იზავთ ამ ყველაფერს!

დიდი ხანია მინდოდა ამის შესახებ დამეწერა მაგრამ ვერ მოვაბი თავი , ახლა კი ასე ფართოდ და სახალხოდ გიზიარებთ ამ ამბავს.

და კიდევ , რაც მთავარია ამ პოსტს ვწერ იმიტომ , რომ იქნებ ვინმემ ხმა ამოიღოს ჩემთან ერთად , იყოს აქციაც (მშვიდობიანი) , იქნებ ვინმე ისეთთან მიაღწიოს ამ ამბავმა , რომ რამე იმოქმედოს , რამე გააკეთოს ამის შესაჩერებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42