ოთარ დანელია სამეგრელოს მაღალმთიანეთში ცხოველთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
პოლიტიკა - 13:39, 05 Aug, 2016     979

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქვეყნის მთავარ ვეტერინართან, მიხეილ სოხაძესთან ერთად სამეგრელოში, ასხის სუბალპური მთის საზაფხულო საძოვრებზე, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მიმდინარე ვეტერინარული ღონისძიებების პროცესს გაეცნო.

„მეცხოველეობის დარგი ერთ-ერთი პრიორიტეტულია და შესაბამისად, მისი განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვახორციელებთ. აღნიშნული ღონისძიებები მიკვლევადობას, ცხოველთა ჯანმრთელობასა და ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას უზრუნველყოფს. სამეგრელოს მაღალმთიანეთში, ასხის საზაფხულო საძოვრებზე ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენლების მიერ ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს დავესწარით. მნიშვნელოვანია ფერმერებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებით ის გართულებები ავიცილოთ თავიდან, რაც ცხოველთა დაავადების შემთხვევაში იქმნება“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ცხოველთა ჯანმრთელობის და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება. ყოველწლიურად ტარდება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაცია ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა თურქული, ჯილეხი, ცოფი. მიმდინარეობს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და ბრუცელოზზე კვლევისთვის სისხლის ნიმუშების აღება (სერომონიტორინგი).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სავალდებულო და პროფილაქტიკური ღონისძიებები შედეგად, შარშან და მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში ადმიანის ცოფით და ჯილეხით დაავადების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

2012 წლიდან დღემდე სამეგრელოს რეგიონში იდენტიფიცირებულია 332 ათასი სული მსხვილფეხა და 12 ათასამდე წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზზე კვლევა (სერომონიტორინგი) - ჩაუტარდა 3 878 სულ პირუტყვს.

2016 წელს სამეგრელოს რეგიონში დაავადება თურქულზე ვაქცინირებულია 121987 სული მსხვილფეხა და 10 649 წვრილფეხა პირუტყვი, ჯილეხზე - 29581 პირუტყვი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42